Logo

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები

title


  • გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
  • შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
  • პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი; 
  • სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები (იხ. გაიდლაინი „ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №148/ო ბრძანება); 
  • სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
  • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები; 
  • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
  •  მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები (იხ. 2015 წლის 24 აპრილის, საქართველოს მთავრობის დადგენილება   #185, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ);
  • დაცული უნდა იქნეს ნაკადურობის პრინციპი (სუფთა პროცესების მიმართვა ჭუწყიანისკენ).