title
მინისტერიალი მიმდინარეობდა ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის პროცესის ეგიდით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისის, გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, შესაბამისი სააგენტოების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობი ორგანიზაციების წამომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდა ცენტრის გენრალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე, გარემოსა და ჯანმრთელობის სამმართველის უფროსი ნანა გაბრიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო გოხელაშვილი. 2017 წლის 13-15 ივნისს საქართველოს დელეგაციამ, ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონი ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის მე-6 მინისტერიალში, რომელსაც მასპინძლობდა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა ქ. ოსტრავაში.
ბატონი ამირან გამყრელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე "გარემო და ჯანმრთელობა ევროპის რეგიონში - არსებული ვითარება და პერსპექტივები" რომელშიც მან მინისტერიალის მონაწილეებს გააცნო უკანასკნელ წლებში გარემოსა და ჯანმრთელობის მიმართულებით საქართველოში მიღწეული პროგრესი, მიმართულებები, რომლებიც დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის, მაგრამ ასახულია გარემოსა და ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმებში.
მინისტერიალის ბოლოს მიღებულ იქნა ოსტრავას დეკლარაცია, რომელიც დაეხმარება წევრ ქვეყნებს სწორი მიმართულებით წარმართონ გარემოს გაუმჯობისკენ მიმართული ღონისძიებები
კონფერენციის მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2017/06/sixth-ministerial-conference-on-environment-and-health/read-more