Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი 24.04.2021

title

2021 წლის 24 აპრილს ქ.თელავში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენს კახეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა,  შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ამირან გამყრელიძე  ხვდება  კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ირაკლი შიოშვილს. ასევე, კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს.


ქ.თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცრებს ადგილობრივ ექიმებთან ერთად განახორციელებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი.


ჩატარდება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.


13:45 საათზე კი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

გაიმართება კახეთის რეგიონის ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.



მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი, 595 956 103