Logo

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2018 საკომუნიკაციო გეგმა

title

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)  სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და აგროვებს ძირითად ინდიკატორებს ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად

კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან  20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ჩატარდება საქართველოს ათივე რეგიონში და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წარმომადგენლები ესტუმრებიან როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში 14,000-ზე მეტ შინამეურნეობას.

კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევა ასევე მოიცავს  2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის გაზაფხულზე.

კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კამპანია მიზნად ისახავს აღნიშნულ პროცესში საზოგადოების თანამშრომლობისა და მხარდაჭერას.

საკომუნიკაციო კამპანია

პრეს-კონფერენციები: 17 სექტემბერს თბილისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც საქართველოს მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გამოაცხადებენ კვლევის დაწყების შესახებ. დამატებით 3 პრეს-კონფერენცია გაიმართება მომდევნო დღეებში: 18 სექტემბერი - ქუთაისი, 19 სექტემბერი ბათუმი და 21 სექტემბერი - თელავი, რეგიონული მედიისთვის.

გრაფიკული კლიპი: რგოლი მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას კვლევის შესახებ - რა არის MICS, როდის ტარდება, ვინ ატარებს და რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა კვლევაში. ვიზუალური მხარე იქნება გრაფიკული ანიმაცია.

ვიდეო კლიპი: რგოლში მსახიობები შეასრულებენ ინტერვიუერის, მზომავის და მედდის როლებს და განასახიერებენ ერთ ოჯახში მკვლევარების შესვლის სცენას. კლიპის მიზანია, რაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა შეექმნას მაყურებელს მიმდინარე კვლევის შესახებ და გაუჩნდეს ამ პროცესის მიმართ ნდობა.

სატელევიზიო რეკლამა: გრაფიკული და ვიდეო კლიპები განთავსდება ორ ნაციონალურ სატელევიზიო არხზე (რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) რეკლამის სახით 17 სექტემბრიდან 1 დეკემბრის პერიოდში.

სოციალური მედია: კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპები რეკლამის სახით განთავსდება სოციალურ ქსელებშიც. კვლევის შესახებ ინფორმაცია ველის მიმდინარეობის სამი თვის განმავლობაში მუდმივად განთავსდება სოციალურ ქსელებში.

საინფორმაციო ბროშურა: დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები ქართულ (25000 ცალი), აზერბაიჯანულ (1000 ცალი) და სომხურ (1000 ცალი) ენებზე, რომლებიც დაურიგდება ყველა იმ ოჯახს, სადაც შევლენ საქსტატის ინტერვიუერები. ბროშურები ასევე დარიგდება საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრებზე (იხ. ქვემოთ).

ინტერვიუერთა ჯგუფის ვიზუალი: სპეციალური ლოგოტიპებით დამზადდება კეპები, ჟილეტები და ჩანთები ინტერვიუერებისთვის და კვლევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში ჩართული სხვა პირებისთვის.

საზოგადოების მობილიზაცია

19 სექტემბრიდან 15 ნოემბრის პერიოდში დაგეგმილია თემის მობილიზაციის და ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველოს 10 რეგიონში. პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდი შეხვედრებს გამართავს როგორც რეგიონულ ცენტრებში, ასევე ქალაქებსა და სოფლებში. დაგეგმილია სულ 3 ტიპის შეხვედრა:

საზოგადოებასთან გაფართოებული შეხვედრები: 100+ მოწვეული მონაწილე, 10 ქალაქში. დასწრება თავისუფალია.

თემის ლიდერებთან შეხვედრები: 20-25 მონაწილე, 10 თემში, წინასწარი მოწვევით. მონაწილეები კვლევის შესახებ ინფორმაციას და ბროშურებს შემდეგ გაუზიარებენ თავიანთ თემს.

კარდაკარ შეხვედრები: თითო რეგიონში შერჩეულ სოფლებში - სულ 60 თემი - ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაატარებენ არაფორმალურ შეხვედრებს, დაარიგებენ ბროშურებს და გაესაუბრებიან მოსახლეობას მიმდინარე კვლევის შესახებ.

კვლევასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების, ასევე მედიის და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა აქტიური მოქალაქეები. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 80-მდე ადგილობრივ თემს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე კვლევის და მისი მნიშვნელობის შესახებ. თემის მობილიზაციის და ცნობიერების ამაღლების კამპანიის შედეგად,  10, 000-მდე  ადამიანი მიიღებს ინფორმაციას მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მის წარმატებით განხორციელებას და მოსახლეობაში კვლევაში მონაწილეობისთვის მოტივაციის ამაღლებას.

ცალკე მომზადდება საკომუნიკაციო კამპანია კვლევის შედეგების გავრცელების მიზნით 2019 წლის გაზაფხულზე.