Logo

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღე

title

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა საერთაშორისო დღეა (IDPD). ეს დღე 1992 წლიდან აღინიშნება. 2019 წლის თემაა შშმ პირთა მონაწილეობა და  ლიდერობის ხელშეწყობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში


2019 წლის თემა  ფოკუსირებულია შშმ პირთა თანასწორი, მდგრადი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის შესაბამისად, რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ და რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებს განიხილავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადასაჭრელ საკითხად მდგრადი განვითარების დღის წესრიგის 17 მიზნის განხორციელების პროცესში.


გაეროს სტრატეგია ინკლუზიის შესახებ ქმნის მნიშვნელოვან ფუნდამენტს და პროგრესს შშმ პირთა  ინკლუზიისათვის გაეროს დღის წესრიგის სამივე მიმართულების - მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და განვითარება მეშვეობით.


შშმ პირთა უფლებების კონვენცია და მისი არჩევითი ოქმი (A / RES / 61/106) , რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს იქნა მიღებული გაეროს მიერ და ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს ითვალისწინებდა გაეროს 10 წლიან სამუშაო გეგმას შშმ პირთა მიმართ მიდგომებისა და დამოკიდებუბლებების შესაცვლად.

კონვენციის პრეამბულაში ნათქვამია, რომ  კონვენცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უნივერსალურობას, განუყოფლობას, ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთკავშირს, ასევე შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთათვის ამ უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის უზრუნველყოფის საჭიროებას. (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 12/04/2014წწ.)


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის  30 მუხლი განსაზღვრავს   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ, გასართობ, სპორტულ  ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უფლებას.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.


https://www.un.org/development/desa/disabilities/convention-on-the-rights-of-persons-with-disabilities.html