title
კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2016
კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 4 თებერვალს იმართება, მთელი მსოფლიო კიბოს გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის სლოგანს 2016-2018 წლისათვის წარმოადგენს:„ჩვენ შეგვიძლია! მე შემიძლია!“
მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო, კიბო ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება. დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტები ვერ აცნობიერებენ, იგნორირებას უკეთებენ არსებულ სიმპტომებს; შორსწასულ შემთხვევებში კი მკურნალობა უშედეგოა.
გახსოვდეთ:
კიბოსთან ბრძოლის ძირითად გზა (გასაღები) მისი ადრეული გამოვლენაა! კიბო განკურნებადია იმ შემთხვევაში, თუ მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპზე მოხდა. ამისათვის მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები (ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, პროსტატის კიბო და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევები).
განათლებისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად, დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდება, რასაც ეფექტური მკურნალობა მოყვება.
დროული და რეგულარული გამოკვლევებით, თქვენ შეძლებთ:
- არ მისცეთ დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
- სრულიად განიკურნოთ სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში;
- მშვიდად განაგრძოთ ჯანმრთელობის კონტროლი.
ადრეულ სტადიაზე, როცა ჯერ კიდევ წარმონაქმნი მცირე ზომისაა, კიბოს დამარცხება შესაძლებელია!!
კიბოს განვითარების ძირითადი რისკ ფაქტორებია:
- ჭარბი წონა;
- არაჯანსაღი კვება;
- თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება;
- ფიზიკური ინერტულობა;
- ქრონიკული ინფექციები - B ჰეპატიტი (HBV), C ჰეპატიტის (HCV), ზოგიერთი ტიპის ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)
კიბოს შემთხვევების უმრავლესობა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე მოდის. კიბოს გამომწვევ მიზეზებს შესაძლებელია მივაკუთვნოთ: სიღარიბე, უთანასწორობა, უმუშევრობა, სოციალური არასტაბილურობა, სტრესული და დეპრესიული მდგომარეობები და ა.შ.
კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გარდა ჯანმრთელობის კონტროლისა, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ:
- გამოიმუშავეთ ჯანსაღი კვების კულტურა:
- კვების რაციონში შეამცირეთ ცხოველური ცხიმების, დაკონსერვებული, შებოლილი და დამარილებული საკვები პროდუქტების ხვედრითი წილი:
- კვების რაციონში გაზარდეთ ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის რაოდენობა.
- მეტი რაოდენობით მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები და ზომიერად-მინერალები;
- უარი თქვით თამბაქოს მოწევაზე;
- დაიცავით ზომიერება ალკოჰოლური სასმელების მიღებისას;
- მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, იცურავეთ;
- უარი თქვით შემთხვევით სქესობრივ კავშირებზე;
- უარი თქვით ნარკოტიკების მიღებაზე;
- თავი მოარიდეთ დასხივებას და მზის სხივებით გადამეტებულ გარუჯვას.
http://www.worldcancerday.org/about/2016-2018-world-cancer-day-campaign
http://globocan.iarc.fr/
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs297/en/
http://www.cdc.gov/cancer/gynecologic/index.htm