Logo

ტუბერკულოზი

title

ქვეყნის სტატისტიკა (ინფოგრაფიკებით)


რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა
2017 წელს გამოვლენილი ახალი შემთხვევები
მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა
TB/HCV კოინფექცია
HIV/TB კოინფექცია



ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია

მოკლე აღწერა 
ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია ტუბერკულოზის ტვირთის და მისი გავლენის შემცირება ქვეყნის ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც შეამცირებს დაავადების გავრცლებას და სიკვდილის შემთხვევებს და მოახდენს წამალრეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენციას. ეროვნული სტრატეგია მოიცავს ხუთწლიან პერიოდს (2016-2020 წწ.). პროგრამული ღონისძიებები და ფინანსური მაჩვენებლები კი დეტალურად პირველი სამი წლისთვის (2016-2018 წწ.) არის წარმოდგენილი.  

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა

მოკლე აღწერა 

პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.

გლობალური ფონდის “ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ პროგრამა

მოკლე აღწერა 
მიზანი: ტუბერკულოზის ტვირთის და ქვეყნის ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მისი გავლენის შემცირება, ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე  საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც შეამცირებს დაავადების გავრცლებას და სიკვდილის შემთხვევებს და მოახდენს წამალ-რეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენციას.  

სტრატეგიები:
ადრეულ და ხარისხიან დიაგნოსტიკაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ფორმის, მათ შორის M/XDR ტუბერკულოზისთვის;
ხარისხიან მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ფორმის, მათ შორის M/XDR ტუბერკულოზისთვის პაციენტის სათანადო მხარდაჭერით;
ხელშემწყობი გარემოს და სისტემების შექმნა ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის მიზნით.
ჯანდაცვის სისტემის საერთო ფუნქციების გაძლიერება ტუბერკულოზის და აივ/შიდსის კონტროლისთვის.

2016 წლის ანგარიში

მოკლე აღწერა 
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყანაში დაინერგა და ხორციელდება ეფექტიანი სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ღონისძიებები: 
ტუბერკულოზზე სავარაუდო ყველა შემთხვევაში პაციენტების უზრუნველყოფა საჭირო გამოკვლევებითა და დიაგნოსტიკური საშუალებებით; 
ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პაციენტის, მათ შორის ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პირების უზრუნველყოფა ხარისხიანი მედიკამენტებით; 
დასრულებული მკურნალობის/მკურნალობაზე დამყოლობის მაჩვენებელების გაუმჯობესება, ხანგრძლივვადიან მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა ფულადი წახალისების გზით და მკურნალობის მეთვალყურეობის ინოვაციური მეთოდების დანერგვით, როგორიცაა ვიდეო-DOT და მობილური ამბულატორიები; 
ტუბერკულოზის სერვისების მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
ტუბერკულოზის კონტროლის ნაციონალური პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაძლიერება; 
სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით


გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გაგასვლის გეგმა

მოკლე აღწერა 
გარდამავალი პერიოდის გეგმის ძირითადი მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან, სრული მოცულობით ადგილობრივ დაფინანსებაზე უმტკივნეულო გადასვლის უზრუნველყოფა 2022 წლისათვის.

გეგმას აქვს ორი ძირითადი ამოცანა:
1. გარე გარემო: ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნა აივ/შიდსა და ტუბერკულოზზე ეროვნული პასუხის შეუფერხებელი განხორციელებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაფინანსების საშუალებით;
2. შიდა გარემო: ქვეყნის სტრუქტურული, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერება აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების უწყვეტად, მაღალი ხარისხითა და სამიზნე მოსახლეობის მაღალი მოცვით განხორციელებისათვის.



კანონმდებლობა

კანონი ტუბერკულოზის შესახებ 
(მოკლე აღწერა)
2015 წლის დეკემბერში ამოქმედდა საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს ტუბერკულოზის კონტროლის ძირითად პრინციპებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე დადგენილია პაციენტის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ტუბერკულოზზე სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ჩატარებისა და მკურნალობის თვალსაზრისით.  

გაიდლაინები და პროტოკოლები

ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლები 
(მოკლე აღწერა)
გაიდლაინის მიზანია ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენისა და მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება როგორც ამბულატორიულ, ასევე, ჰოსპიტალურ ქსელში. რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, 2014-2015 წლებში ჯანმომ გამოსცა რეკომენდაციები სამკურნალო რეჟიმებში ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების - ბედაქილინისა და დელამანიდის ჩართვის თაობაზე. შესაბამისად, განაახლა რეზისტენტული ტუბერკულოზის, მათ შორის - XDR-TB-ს, მკურნალობის სტრატეგიები, რაც აისახა წინამდებარე გაიდლაინში.



ბავშვთა ასაკში ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლები
(მოკლე აღწერა) 
ბავშვთა ასაკში ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, რადგან დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მკვეთრად არ არის გამოხატული. ამავე დროს, ჯანმომ მტკიცებულებების მიმოხილვის საფუძველზე შეიმუშავა რეკომენდაციები ბავშვებში ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატების სწორი დოზირებისა და იმ სამკურნალო რეჟიმების შესახებ, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს ბავშვებთან დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს. დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პრევენციის თავისებურებებიდან გამომდინარე, 2015 წელს საქართველოში შემუშავდა ბავშვთა ასაკში ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინი. 

(მიმაგრებული დოკუმენტები:

საერთაშორისო რესურსები

END TB Strategy
სტრატეგია მიზნად ისახავს გლობალური ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულებას, ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილის 95% -ით შემცირებას და ახალი შემთხვევების 90% -ით შემცირებას 2015-2035 წლებში და ტუბერკულოზით გამოწვეული კატასტროფული ხარჯების დაძლევას.




24 მარტი

მოკლე აღწერა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ არჩეულია 24 მარტი იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა, რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.  

ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნა ქმნის შესაძლებლობას, რომ ადამიანები შეუერთდნენ ტუბერკულოზთან ბრძოლას და ჩაერთონ განხილვის, განათლების და ადვოკატირების კამპანიაში.