Logo

სისხლის დონორის მსოფლიო დღე 2021

title

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და ყოველწლიურად აღინიშნება 14 ივნისს. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სიხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე და, აგრეთვე, უანაგრო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა. უანგარო დონორის მსოფლიო დღე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური კამპანიების ნაწილია.

COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს და რა დიდი წვლილი შეუძლია შეიტანოს თითოეულმა ჩვენთაგანმა უახლოეს სისხლის ბანკში სტუმრობით და სისხლის გაღებით და, ასევე, სხვა ადამიანებისათვის მოტივაციის ამაღლებით - გახდნენ სისხლის უანგარო დონორები. სისხლის პროდუქტებზე დროული ხელმისაწვდომობის არქონა შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სისხლის უანაგრორეგულარული დონაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრიორიტეტიზაცია. 

2021 წლის კამპანიის სლოგანია: „გაიღე სისხლი უანგაროდ, შეუნარჩუნე გულისცემა სამყაროს“. COVID-19-ის პანდემიამ მილიონობით ადამიანი დააზარალაჯანმოს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია სისხლის მარაგების 20%-30%-ით შემცირება ჯანმოს ექვსივე რეგიონში. 

COVID-19-ის პანდემიის პირობებშიშეზღუდული მობილობისა და სხვა პრობლემების მიუხედავადბევრ ქვეყანაში სისხლის უანგარო დონორები განაგრძობდნენ სისხლის დონაციას იმ პაციენტებისათვისვისთვისაც გადასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაეს უპრეცენდენტო ძალისხმევა ხაზს უსვამს ნებაყოფლობითიუანგარორეგულარული დონორების უმნიშვნელოვანეს როლსროგორც რუტინულიასევე საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხო სისხლის მარაგის უზრუნველყოფაში.

უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია. უსაფრთხო სისხლი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწაფო-გადაუდებელი დახმარების დროს. იგი არა მხოლოდ ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უხანგრძლივებს ხარისხიანი სიცოცხლის წლებს. სისხლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობების (პანდემია, სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა, შეიარაღებული კონფლიქტები და სხვა), მშობიარობისა და ახალშობილთა მართვის დროს.  

უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემაა მსოფლიოში. გლობალურად, დონორული სისხლის 40% მოდის მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე, სადაც  მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 16 % ცხოვრობს. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობა იბრძვის ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან სისხლის დონაციების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია. 

უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ უანგარო  დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებით. 

კამპანიის ფარგლებში ჯანმო, მსოფლიო მასშტაბით, მოუწოდებს ადამიანებს გახდნენ უანგარო, რეგულარული დონორები და გადაარჩინონ ადამიანთა სიცოცხლეები. 

2021 წელს სისხლის უანაგრო დონორის მსოფლიო დღის მასპინძელი ქვეყანაა იტალია; 14 და 15 ივნისს გაიმართება შეხვედრები ვირტუალურ ფორმატშირომელიც მიეძღვნება სისხლის უსაფრთხოებისა და დონაციის საკითხებს 

2021 წლის კამპანია ფოკუსირებულია ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნაში მსოფლიოს მასშტაბითახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტს და ბევრ ქვეყანაში სწორედ ისინი იმყოფებიან წინა ხაზზე სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებაში უსაფრთხო სისხლის მარაგის უზრუნველსაყოფადისინი სავსე არიან იდეალებითენთუზიაზმითა და შემოქმედებითობით 

მიმდინარე წლის კამპანიის მიზნებია: 

  • მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად;
  • ცნობიერების გაზრდა სისხლის უანგარორეგულარული დონაციების საჭიროების შესახებ;
  • სისხლის უანგარო დონორის სოციალური ღირებულების ხაზგასმა;
  • ახალგაზრდების წახალისებაგახდნენ სისხლის უანგარო დონორებიმოუწოდონ გარშემომყოფებს სისხლის უანგარო დონორობისაკენ და წვლილი შეიტანონ უანარორეგულარული დონორობის პოპულარიზაციაში.
  • ახალგაზრდებისროგორც პარტნიორების როლის ხაზგასმა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ასევე მოუწოდებს მთავრობებს, ჯანდაცვის უწყებებს და სისხლის გადასხმის ეროვნულმა სამსახურებს ნებაყოფლობითი, უანგარო სისხლის დონორებისათვის უზრუნველყონ სათანადო რესურსები, შექმნან სისტემები და ინფრასტრუქტურები, უზრუნველყონ ხარისხიანი დონაცია, მოახდინონ სისხლის სათანადო კლინიკური გამოყენების წახალისება და განხორციელება და შექმნან ზედამხედველობის სისტემები სისხლის გადასხმის მთელ ჯაჭვზე.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია, სისხლის დონორი ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია და სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ მხარდაჭერა და მონაწილეობა ამ მიმართულებით. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2011 წლიდან, ტრადიციულად, უერთდება სისხლის დონორის მსოფლიო დღეს. 

ორშაბათს, 14 ივნისს, ცენტრის ღია სივრცეში, 16 სთ-ზე გაიმართება პირდაპირი ჩართვა, ცენტრის Faceboook გვერდის მეშვეობით, სისხლის უანგარო დონაციის თემატიკაზე შესრულებული კედლის მხატვრობის ფონზე (მხატვარი გაგოშა - გიორგი გაგოშიძე); ასევე მოხდება უანგარო დონაციის თემაზე შესრულებული კრეატიული პოსტერების ახალგაზრდა ავტორების გამოვლენა და მათი სიმბოლური დაჯილდოვება. ღონისძიება ჩატარდება „უსაფრთხო სიხლის“ სახელმწიფო პროგრამის „სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის“ კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდთან თანამშრომლობით.


სიტუაციური მიმოხილვა საქართველოში

2011 წლიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების თანაბარი სტანდარტის უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო რეგულარული დონორობის სისტემით. 

2021 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის ლიცენზიის მქონე 22 სისხლის ბანკი მონაწილეობს. 

აღსანიშნავია, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2020 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8%-იდან 41%-მდე გაიზარდა. 

2020 წელს სულ განხორციელდა 83,941 დონაცია, აქედან 34,094 (41%) უანგარო დონაციაა, 44% - ფასიანი დონაცია, 14% - კი ნათესავი; სისხლის გადასხმა დაჭირდა 59,877 პაციენტს, სულ გადაისხა 183,825 ერთეული დოზა.


განსაკუთრებული მიღწევები:

  • ქვეყნის მასშტაბით ყველა სისხლის ბანკი ჩაერთო ცენტრალიზებულ NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) კვლევაში, რაც წარმოადგენს სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს
  • საქართველოში სისხლის სისტემის გასაძლიერებლად მიმდინარეობს ევროკავშირთან დაძმობილების (twinning) პროგრამა 


ძირითადი ფაქტები სისხლის უანგარო დონაციის შესახებ:

  • სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის
  • სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია
  • დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის B და C ჰეპატიტებზე, შიდსის ვირუსსა და სიფილისზე
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან
  • სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.
  • ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.
  • სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს
  • სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა
  • სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
  • სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.
  • სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.
  • სისხლის უანგარო რეგულარული დონორობა საამაყო და საპატიოა 
  • ყველა ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანს, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ, შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ.


ვის შეუძლია გახდეს სისხლის უანგარო დონორი?


  • არსებული კანონმდებლობითდონორი უნდა იყოს უნდა იყოთ 18-დან 65 წლამდე ასაკის;
  • უნდა იყოს 50 კგ-ზე მეტი წონის;
  • სისხლის ჩაბარებისას თავს უნდა გრძნობდეს კარგად;
  • უნდა იყოს ნასაუზმევი;
  • სისხლის ჩაბარებამდე დონორმა უნდა მიიღოთ 0.5 -მდე უალკოჰოლო სითხე;


თქვენ ვერ ჩააბარებთ სისხლს თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში გქონდათ რისკის შემცველი სქესობრივი ცხოვრება 

თქვენ ვერ გახდებით დონორი, თუ:

  • ამჟამად გაქვთ ან გადაიტანეთ დაავადებები: ჰეპატიტი B ან C, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი
  • ექიმის დანიშნულების გარეშე ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ საინექციო ნარკოტიკული საშუალება 


რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?

  • სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა 42 დღეა
  • თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე
  • ეს ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროება ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა
  • გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა
  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.


უსაფრთხო სისხლი ყველას პასუხისმგებლობაა!

www.who.int 

https://cdn.who.int/media/docs/default-source/campaigns-and-initiatives/world-blood-donor-day/wbdd_event-notice-2021-en.pdf

www.wbdd2021.com/home 

www.ncdc.ge 


ძირითადი ფაქტები სისხლის უსაფრთხოებისა და სისხლის დონაციების შესახებ 


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები: