Logo

„დასავლეთ აზიაში ღამურის მიერ გამოწვეული ზოონოზური დაავადებების რისკების ანალიზი”. DTRA, 23.10.2017-23.10.2022.

title

პროექტის დასახელება:  „დასავლეთ აზიაში ღამურის მიერ გამოწვეული ზოონოზური დაავადებების რისკების ანალიზი”. DTRA, 23.10.2017-23.10.2022.

პროექტის ანოტაცია 
პროექტი წარმოადგენს ფართო დისციპლინარულ კვლევას, დასავლეთ აზიაში ღამურის მიერ გამოწვეული ზოონოზური დაავადებების  რისკების ძირითადი ფაქტორების გამოსავლენად.

ა).   მიზანი:  
შეიქმნას ძლიერი სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა დასავლეთ აზიაში, ღამურებში ზოონოზური დაავადების რისკის გამოსაკვლევად.
პროექტი მიზნად ისახავს :
რეგიონალური  კორონავირუსების  დახასიათება და კლასიფიკაციას;
ბუნებრივად წარმოქმნილი ვირუსების დეტალური სივრცული რუკების შემუშავებას;
მასპინძლისა და ეკოლოგიური გარემო პირობების შესახებ მონაცემების ანალიზი უცნობი ვირუსული დაავადებების პროგნოზებისათვის;
კორონავირუსების შტამების მრავალფეროვნების შესწავლას და სხვადასხვა სახეობებზე გადაცემის რისკის პროგნოზირების საშუალებების გაუმჯობესებას.

ბ). პროექტის განხორციელების გზები: 
დასავლეთ აზიის ღამურების საკვლევ ქსელში (WAB-NET) და პროექტის განხორციელებაში ჩართულია ოთხი მთავარი ქვეყანა, საქრთველო, იორდანია, თურქეთი და პაკისტანი, ასევე ჩართული იქნება დასავლეთ აზიის 12 სხვადასხვა ქვეყანა. 
ყოველ წელს ჩატარდება საველე სამუშაოები სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დატრეინინგებული ზოოლოგები და შეაგროვებენ  90 სხვადასხვა სახეობის ღამურებს საქართველოს რეგიონების 3 სხვადასხვა ლოკაციიდან (სულ 270) რომლებიც გამოკველულ იქნება კორონავირუსებისს არსებობაზე.
ასევე ყოველწლიურად ჩატარდება მონაცემთა გაზიარების სემინარები სადაც მონაწილეობას მიიღებან საქართველოს მონაწილეებიც და შეიქმნება დასავლეთ აზიის ღამურის მიერ გამოწვეული ზოონოზური დაავადებების კვლევითი ქსელი (WAB-Net) - რომელიც იწარმოებს ერთობლივად, 12 ქვეყნის ველური ბუნების მკვლევარებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მეშვეობით. აქედან გამომდინარე მოხდება ღამურის კორონავირუსების რეგიონალური მახასიათებლების შესწავლა, კვლევის შედეგებისა და ანგარიშების შედგენა და გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის. 
ორი რეგიონალური ლაბორატორია უხელმძღვანელებს პათოგენის მახასიათებლების იდენტიფიცირებას: ბიოუსაფრთხოებისა და ბიოტექნოლოგიის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში (იორდანია) და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი (საქართველო).

გ). მოსალოდნელი შედეგები: 
პროექტის საშუალებით შეიქმნება სტატისტიკურად მდგრადი კვლევით პლატფორმა, რათა განისაზღვროს ძირითადი, ცნობილი ვირუსული ოჯახის კორონავირუსების ენდემური პათოგენების მახასიათებლები რომელიც ცნობილია პანდემიის პოტენციალით. მოხდება პათოგენური მრავალფეროვნების, დაავადების გადამტანთა გავრცელებისა და ეკოლოგიური თვისებების შესახებ მონაცემების ურთიერთგაზიარება და გამოყენება 4 სხავდასხვა რეგიონში ზოონოზური დაავადებების რისკების მოდელირებისათვის.
სამი წლისა და გაგრძელების შემთხვევაში დამატებითი ორი წლის ამოწურვის შემდგომ, მოპოვებული იქნება მაღალი მნიშვნელობის მქონე მონაცემები, ღამურებისა და მათ მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ.