Logo

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

title

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

კლინიკათა უმეტესობაში, სიმსივნური დაავადების მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, მოქმედებს სპეციალისტთა მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მოიცავს:

  • კლინიკურ ონკოლოგს (ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის სპეციალისტი)
  • ქირურგს, რომელიც სპეციალიზებულია გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე (გინეკოლოგი ან გინეკო-ონკოლოგი)
  • პათოლოგ–ანატომს
  • რადიოლოგს

ასევე შეიძლება მოიცავდეს ჯანდაცვის ისეთ სპეციალისტებსაც როგორიცაა:

  • მედდა
  • დიეტოლოგი
  • ფიზიოთერეპევტი
  • ფსიქოლოგი ან კონსულტანტი

სპეციალისტთა ჯგუფი შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას დაავადების სტადიისა და პაციენტის საჭიროებათა მიხედვით. აუცილებელია, პაციენტის კონსულტირება მკურნალობის შესახებ, იმისათვის რათა პაციენტის მიერ უკეთ იქნეს გაგებული მკურნალობის საჭიროება. 

ქირურგიული ჩარევა

გინეკო-ონკოლოგი პაციენტთან ერთად განიხილავს ქირურგიული ოპერაციის საკითხს. ქირურგიული ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და საშვლოსნოს ყელიდან მის გავრცელებაზე.  საშვლოსნოს ყელის კიბოს ნებისმიერი დიდი ოპერაცია ჩატარებული უნდა იქნას კიბოს სპეციალიზებულ  ცენტრებში გინეკო-ონკოლოგის ან გინეკოლოგის მიერ, რომელსაც აქვს სპეციალიზაცია ონკოლოგიაში. ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ხარისხის, დაწყებული ტრანსფორმირებული ზონის მარყუჟოვანი ამოკვეთით ან კონუსური ბიოფსიით, დამთავრებული უფრო რადიკალური ჩარევით, როგორიცაა ჰისტერექტომია (საშვლოსნოს ტანის და ყელის ამოკვეთა). ასევე შესაძლებელია ამოკვეთილი იქნას საკვერცხეები და ფალოპის მილები, მაგრამ სადაც კი შესაძლებელია, (განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში) შენარჩუნებული უნდა იქნას, რადგან იწვევს ნაადრევ მენოპაუზას. ჰისტერექტომიის დროს ასევე ამოკვეთენ ხოლმე მენჯის ღრუს ლიმფურ კვანძებს. თუკი საკვერცხეების ამოკვეთა აუცილებელია, მენოპაუზის პრევენციისათვის პაციენტებს უტარებენ ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიას. 

რადიოთერაპია 

საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს, ქიმიოთერაპია არ არის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი. იგი უხშირესად გამოიყენება რადიოთერაპიასთან ერთად, რათა გაიზარდოს რადიოთერაპიის ეფექტურობა. ქიმიოთერაპია საშვილოსნოს ყელის კიბოს  უფრო სენსიტიურს ხდის რადიოთერაპიის მიმართ. ზოგჯერ ასეთ მკურნალობას ქიმიორადიოთერაპიას უწოდებენ. რადიოთერაპიული მკურნალობა გულისხმობს სიმსივნური უჯრედების დაშლას მაღალი ენერგიის სხივებით, თუმცა ამ დროს ზიანდება ნორმალური უჯრედებიც. საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს რადიოთერაპია შესაძლებელია ჩატარდეს გარეგანი ან შინაგანი (ბრახითერაპია) მეთოდით, თუმცა უხშირესად იყენებენ ორივე მეთოდის კომბინაციას. ჩვეულებრივ, რადიოთერაპიას იყენებენ როცა კიბო გავრცელებულია საშვილოსნოს ყელის საზღვრებს გარეთ და მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა საკმარისი არ არის. რადიოთერაპია ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ქირურგიული ჩარევის შემდეგ სიმსივნის რეციდივების ასაცილებლად. უხშირესად ის გამოიყენება კომბინაციაში ქიმიოთერაპიასთან ერთად. სასურველია, რომ კლინიკურმა ონკოლოგმა მკურნალობის ყველა საკითხი განიხილოს პაციენტთან ერთად. რადიოთერაპიული მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობით ჩასატარებლად უაღრესად მნიშვნელოვანია პროცესის სწორი დაგეგმვა. ის შეძლება მოიცავდეს პაციენტის რამდენიმე ვიზიტს. რადიოთერაპიული განყოფილებაში პირველი ვიზიტისას პაციენტს უტარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და აწვენენ სიმულატორზე, რომელიც მიმართავს სხივებს სამკურნალოდ განსაზღვრული არეების მიმართულებით. მკურნალობა იგეგმება კლინიკური ონკოლოგის მიერ. პაციენტის კანზე კეთდება მარკირება (დროებითი ტატუების სახით), რათა რადიოგრაფიის სპეციალისტს (ვინც უშუალოდ ატარებს დასხივებას) მივანიშნოთ თუ საით უნდა მიმართოს სხივები. ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პაციენტებს უტარდებათ გარეგანი რადიოთერაპია სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) და შაბათ-კვირას ისვენებენ. ასეთი თერაპია უნდა ჩატარდეს ჰოსპიტალური ტიპის რადიოთერაპიულ დეპარტამენტში. მაღალი ენერგიის სხივები სპეციალური მოწყობილობიდან მიემართებიან სიმსივნური არესაკენ. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და ზომაზე, თუმცა მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე კვირა. ქიმიოთერაპია ტარდება კვირაში ერთხელ მკურნალობის მთელი კურსის მანძილზე. მკურნალობის კურსის და შესაძლო გვერდითი ეფექტების განხილვა უნდა მოხდეს კონსულტანტთან და რადიოგრაფიის სპეციალისტთან ერთად.

რადიოთერაპიის თითოეულ სეანსზე, რადიოგრაფიის სპეციალისტმა პაციენტი კომფორტულად უნდა მოათავსოს ტახტზე. სეანსის დროს საჭიროა უძრავად პოზის შენარჩუნება. ამისათვის რადიოგრაფიის სპეციალისტმა პაციენტს მუხლქვეშ უნდა ამოუდოს მუთაქა კომფორტული მდგომარეობის შესაქმნელად.  ჩვეულებრივ, რადიოთერაპიის სეანსი სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, რა დროსაც პაციენტი ოთახში მარტოა. პაციენტს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მოუხმოს რადიოგრაფიის სპეციალისტს, რომელიც სეანსის დროს იმყოფება გვერდით ოთახში. გარეგანი რადიოთერაპია უმტკივნეულო პროცედურაა, მაგრამ საჭიროა პაციენტის გაუნძრევლად ყოფნა მკურნალობის პროცესში. ამ დროს სპეციალური მოწყობილობა მოძრაობს პაციენტის გარშემო, მაგრამ არ ეხება მას. რადიოთერაპიული მკურნალობა არ იწვევს პაციენტის რადიოაქტიურ დაბინძურებას და მკურნალობის შემდეგ იგი აბსოლუტურად უვნებელია გარშემომყოფთათვის. მკურნალობის მთელ პერიოდში პაციენტმა უნდა მიიღოს უხვი რაოდენობით წყალი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მასზედ, რომ ყოველი პროცედურის დროს შარდის ბუშტი აქვს სავსე, რამდენადაც ეს იცავს შარდის ბუშტს. 

შინაგანი რადიოთერაპია (ბრაქითერაპია)

ბრაქითერაპიის დროს, პაციენტს  ეძლევა რადიოთერაპიული კონტროლირებადი დოზა  პირდაპირ საშვილოსნოს ყელსა და მიმდებარე  ტერიტორიებზე. ზოგადი საანესთეზიო საშუალებების დახმარებით, მილები თავსდება საშოსა და საშვილოსნოს ყელის არეში,  სიმსივნურ არეზე. მილებიდან რადიაციული სხივები სიმსივნეზე ვრცელდება. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ამ ადგილების სკანირებაც. ზოგჯერ პაციენტს მოუწევს პალატაში დაბრუნება. პაციენტი ამ დროს საწოლში  უნდა დარჩეს. ექთნების დახმარებით, ორგანიზმიდან იდევნება ე.წ რადიოაქტიური ბურთები, პროცესი არასასიამოვნია, ამრიგად შესაძლოა გამოყენებულ იქნას  ტკივილგამაყუჩებლები. მკურნალობის დასრულებისთანავე ექიმი ან ექთანი  ათავისუფლებს პაციენტს მილებისგან, ამ დროს რიგ შემთხვევებში, მდგომარების შემსუბუქების მიზნით,  გამოიყენება აიროვანი რელაქსანტები. 

მკურნალობისას რადიოთერაპიული აქტივობიდან გამომდინარე, არ შეიძლება პროცედურაზე გარეშე პირების დასწრება, შესაძლოა პაციენტმა თავი იზოლირებულად და შეშინებულად იგრძნოს იზოლაციაში ყოფნის დროს, ასევე, შეგიძლიათ წაიღოთ  საკითხავი მასალა ან რაიმე მსგავსი. მნიშვნელოვანია, რომ  მილები დარჩეს თავის ადგილას. მას შემდეგ, რაც ისინი  მოიხსნება, რადიოაქტივობა ქრება, თქვენ კი  სრულიად უსაფრთხო ხდებით სხვა ადამიანებისთის.

 

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიისას სიმსივნური უჯრედების განადგურების მიზნით, გამოიყენება ციტოტოქსიკური  ნივთიერებები.  არსებობს რამდენიმე ქიმიოთერაპიული პრეპარატი,  რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მიზნით. ყველაზე გავრცელებული ცისპლატინაა, რომლის მიცემა შესაძლოა  სხვა  ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად, ინტრავენურად.

ქიმიოთერაპიას ზოგჯერ ოპერაციამდე  ან სხივური თერაპიამდე მიმართავენ, კიბოს ზომაში შემცირებისა და მკურნალობის ეფექტის გაზრდის მიზნით. ამ შემთხვევაში, მას ადიუვანტური ქიმიოთერაპია ეწოდება.

ქიმიოთერაპიას ასევე მიმართავენ მდგომარეობის გაუარესების და რეციდის შემთხვევაში, ამ დროს მიდგომა თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურია. თერაპიის მიზანია შეამციროს სიმსივნური უჯრედები, მოხსნას სიმპტომები და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. ამ შემთხევევაში გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ცისპლატინი, ტოპოტეკანი, კარბოპლატინი და პაკლიტაქსელი. ყოველთვის საჭიროა, ქიმიოთერაპიის ტიპისა და გვერდითი მოვლენების მიმოხლვა შესაბამის  სპეციალისტთან.

 

References

  1. Canfell K et al., 2004. The predicted effect of changes in cervical screening practice in the UK: results from a modelling study. British Journal of Cancer 91(3), 530-6.
  2. Sasieni P et al., 2009. Effectiveness of cervical screening with age: population based case-control study of prospectively recorded data. British Medical Journal 339, 2968.
  3. Winter RL et al., 2003. Genital human papillomavirus infection: incidence and risk factors in a cohort of female university students. American Journal of Epidemiology, 157 (3), 218–226.
  4. Giulano AR et al., 2008. Epidemiology of human papillomavirus infection in men, cancers other than cervical and benign conditions. Vaccine 26 (10), K17–K28.
  5. Cancer Research UK. Cervical cancer risk factors.http://www.cancerresearchuk.org/cancer-info/cancerstats/types/cervix/ris.... Accessed: 19.05.2015.