ვაქცინაცია ტარდება მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე; პერინატალური ენცეფალოპათია; სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები); ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი; თიმუსის ჩრდილის გადიდება; ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი; განვითარების მანკები, ფერმენტოპათია; დისბაქტერიოზი; ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები; ჰიპოტროფია; დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე); ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში; დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ); სეფსისი ანამნეზში; აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი); ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება; მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია; ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი; ბუნებრივი ან ხელოვნური კვება; რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი. |