Logo

კამპილობაქტერიოზი

title

კამპილობაქტერიოზი

ზოგადიმიმოხილვა (გავრცელება): კამპილობაქტერიოზი მწვავე ზოონოზური დაავადება, რომელიც უმეტესად დიარეითა და მუცლის ტკივილით მიმდინარეობს. კამპილობაქტერიები დიარეული დაავადების ოთხ ყველაზე ხშირ გამომწვევებს შორისაა. აშშ CDC-ის მონაცემებით,  ყოველწლიურად სავარაუდოდ 1.8 მილიონი ადამიანი ავადდება კამპილობაქტერიოზით, თუმცა დადასტურებული შემთხვევები გაცილებით მცირე რაოდენობითაა. შემთხვევათა დიდი ნაწილი ასიმპტომურია და ზოგჯერ თვით-ლიმიტირებადიც. საქართველოში, გაძნელებული ლაბორატორიული დიაგნოსტირების მიზეზით, კამპილობაქტერიოზის მხოლოდ ერთეული შემთხვევბია აღწერილი.

გამომწვევიაგენტი:  Campylobacter-ის გვარი   სპირალური, მოძრავი, გრამ-უარყოფიტი ბაქტერიებია. ადამიანში დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადებებს ხშირად Campylobacter jejuni იწვევს, თუმცა აღწერილია  C. coli, C. Lari  და C. Fetus-ით გამოწვეული დიარეებიც. კამპილობაქტერიები ცნობილია, როგორც გასტროენტერიტული დიარეების გამომწვევი პათოგენები. როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში კამპილობაქტერიები საკვებისმიერი დიარეების სალმონელებზე უფრო  ხშრად იწვევენ გასტროენტერიტებს. სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მნიშვნელობა დიდია. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ფართო გავრცელების მიუხედავად ხასიათდება მსუბუქი კლინირი მიმდინარეობით და ძალიან იშვიათად დაავადება მთავრდება გარდაცვალებით. კამპილობაქტერიების ზრდისთვის მიკროაერობული ნიადაგები და გარემოა საჭირო.

მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები:  დაავადების განვითარება ასოცირებულია თერმულად არასაკმარისად  დამუშავებელი ხორცის (განსაკუთრებით ფრინველის ხორცის)  ან ამ პროდუქტებთან შეხებაში მყოფ სხვა საკვების მიღებასთან. დაავადების შემთხვევები დაკავშირებულია არაპასტერიზებული რძის და რძის ნაწარმთან, ასევე დაბინძურებულ წყალთან. გარკვეულ რისკს წარმოადგენს დაინფიცირებულ შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით კნუტებთან და ლეკვებთან, ახლო კონტაქტი.

რეზერვუარი:  ბუნებრივ რეზერვუარს ფრინველები და  თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, რომელთა ნაწლავებშიც კამპილობაქტერიები ცხოვრობენ და მრავლდებიან. ცხოველებში დაავადება კლინიკურად არ ვლინდება. კამპილობაქტერიების ფართოდ გავრცელება პრობლემებს ქმნის კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის. ქვეყნებში სადაც შინაურ ფრინველებში კამპილობაქტერიოზის პროფილაქტიკისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება, ადამიანებში დაავადების შემთხვევბმაც მნიშვნელოვნად მოიკლო.

გადაცემისგზები ფეკალურ-ორალურია, თუმცა შეიძლება გადაეცეს ასევე კონტაქტურ გზითაც, მაგ. ცხოველების მოვლის დროს. დამაინფიცირებელი დოზა დაბალია (1000-10,000 მიკრ. ერთეული). ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის ალბათობა უმნიშვნელოა.

ინკუბაციურიპერიოდი 1-დან 10 დღემდეა (საშუალოდ 2-5) და დამოკიდებულია მიღებული გამომწვევის რაოდენობაზე (დოზაზე). დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქი და/ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს ჩვილებში, მოხუცებულებში და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. დაავადება როგორც წესი დიარეით (ხშირად სისხლიანი) გამოვლინდება. პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატუროის მომატება. დაავადება 6 დღემდე გრძელდება და როგორც წესი თვითგანკურნებით სრულდება. მკურნალობაში მთავარია დიარეით გამოწვეული ელექტროლიტების დეფიციტის შევსება. დიაგნოზის დადასტურებისთვის გამოიყენება ბაქტერიოლოგია (მიკრობი ძნელად კულტივირდებადია და გამოიყენება უჟანგბადო არე), ასევე შესაძლებელია PCR და ELISA მეთოდების გამოყენებაც. განავალში ანტიგენის აღმოსაჩენად მხოლოდ სწრაფი ტესტის გამოყენება საკამათოა. უმრავლესი შემთხვევები არ საჭიროებენ სპეციფიურ მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

გადამდებლობისპერიოდი: ავადმყოფი გადამდებია ინფექციის მთელი მიმდინარობის განმავლობაში. ანტიბიოტიკით არა ნამკურნალევი პაციენტი ბაქტერიებს 2-დან 7 კვირამდე გამოყოფენ. ბაქტერიამტარებლობას არ აქვს  ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა, რადგან დაავადების ძირითად წყაროს ინფიცირებული ფრინველები და ცხოველები წარმოადგენენ.

მიმღებლობა პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვთა ასაკში დაავადება გაცილებით ხშირია ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავდება ტიპოსპეციფიური ხანგრძლივი იმუნიტეტი, თუმცა იმუნური მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი.

კონტროლისღონისძიებები:

a.       პრევენციული ღონისძიებები: კამპილობაქტერიოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების სრული პროცესის (ფერმიდან-თეფშამდე) კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახურ პირობებში. მნიშვნელოვანია  პირადი ჰიგიენის წესების განუხრელად დაცვა.

პრევენციის ძირითადი პრინციპებია: 

•          ყოველთვის მიიღეთ  თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი;

•          კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;

•          დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

•          კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

•          გამოიყენეთ ხარისხიანი წყალი;

•          დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;

•          განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები;

•          დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს;

•          დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

კამპილობაქტერიოზის შემთხვევების შემცირებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციფიური ღონისძიებების გატარება ფერმებში და სასაკლაოებში.

b.      პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:

- სიმპტომების (დიარეის) მქონე პირები არ დაიშვებიან სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია საკვების მომზადებასთან, ბავშვების, ავადმყოფების, და მოხუცებულების მოვლასთან;

- კონტაქტების მიკრობიოლოგიური კვლევა მიზანშეწონილია აფეთქებების გამოსავლენად.

c.       ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: ეპიაფეთქებების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წყაროს გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით .

d.      ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა დადასტურებული არაა.

e.       საერთაშრისო ღონისძებები:WHO პარტნიორ ორაგანიზაციებთან ერთად (FAO) მუშაობს დეტალური პრევენციული ღონისძიებების შესამუშუშავებლად. ძირითადი აქცენტი კეთდება ფრინველებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობის მიმართებით. ესაა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პროდუქტის ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე. ასევე მნიშვნელოვანი ჯანმოს ,,სურსათის უსაფრთხოების ხუთი ძირითადი პრინციპის“ დაცვა.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs255/ru/