title
2019 წლის 30 იანვარს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში 13:45 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დაფინანსებით გაიმართება საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით
საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობა
საერთაშორისო სემინარს ესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ექსპერტები; აგრეთვე - გარემოსა და ჯანმრთელობის დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, იტალია, პოლონეთი და სხვ.).
სამდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობის შესახებ, მოხდება გამოცდილების გაზიარება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ნიდერლანდების სამეფოს და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტების მიერ.
რეგიონული სემინარის პარალელურად და დამოუკიდებლად ასევე ტარდება სამუშაო შეხვედრა გარემოს რისკ-ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ზედამხედველობის შესახებ, რომელზეც მოხდება ჩინეთისა და აშშ-ის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, ამ კუთხით პარტნიორული კავშირების გაღრმავება და შესაძლო გამოწვევებზე მსჯელობა.
საერთაშორისო სემინარის მიზანია საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჭირო გამოცდილების გაზიარება. ამ პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია მასში ყველა დონის სამთავრობო უწყებების ჩართულობა, სამოქალაქო სექტორისა და დარგობრივი უწყებების უშუალო მონაწილეობა, საერთაშორისო დარგობრივ ექსპერტებთან ურთიერთობა, თანამშრომლობის ჩამოყალიბება და სამომავლო პარტნიორული კავშირების გაღრმავება.
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103
მისამართი: ქ.თბილისი, 26 მაისის მოედ. 1