Logo

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ზოგად მოსახლეობაში

title

2015 წელს ჩატარებული „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში“ კვლევის თანახმად საქართველოში ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტები ერთხელ მაინც დაახლოებით ყოველ მეათე ადამიანს მიუღია. ფსიქოტროპული მედიკამენტების ამჟამინდელი (გასული თვის მანძილზე) მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია გურიისა და შიდა ქართლის რეგიონში, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, - კერძოდ, რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარდა ბოლო 30 დღის მანძილზე.

კანაფს გაცილებით მეტი მამაკაცი მოიხმარს, ვიდრე ქალი (32% vs 2.9%). გურიასა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კანაფი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს 70%- ზე მეტ მამაკაცს. კანაფის ამჟამინდელ მომხმარებლებს შორის მამაკაცები ჭარბობენ. სხვა რეგიონებთან შედარებით, კანაფის პროდუქტებს უფრო ხშირად მოიხმარენ კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები მამაკაცები. ზოგადად, შერჩევაში ამჟამად მოხმარების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - კერძოდ, რესპონდენტთა მხოლოდ 1.2%-მა განაცხადა, რომ კანაფის მოხმარებას განაგრძობს. ამჟამინდელი მოხმარების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ურბანული მოსახლეობის მამაკაცთა შორის – 8.3%. რეგიონების უმრავლესობაში კანაფს ყველაზე მეტად 18-24 და 30-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მოიხმარენ, ხოლო ზოგადად, რესპონდენტთა უმრავლესობამ (ყველა რეგიონში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში) განაცხადა, რომ კანაფის შოვნა არ არის ადვილი. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით კი 57 მამაკაცებს, კანაფი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავთ; თუმცა, კანაფის მოხმარებას მათი მხოლოდ მცირე ნაწილი განაგრძობს.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო - კერძოდ, აფნ-ის მოხმარება მხოლოდ 69 მამაკაცმა და 3-მა ქალმა დაადასტურა. ყველა დანარჩენ ნივთიერებასთან დაკავშირებით (ინჰალანტები, ექსტაზი, LSD, კოკაინი, მეტ/ამფეტამინები, კუსტარულად დამზადებული სტიმულანტები, ჰეროინი, ოპიუმი, სხვა ოპიოიდები, მეთადონი, სუბუტექსი) - ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც მოხმარების გავრცელება საკმაოდ დაბალი იყო, განსაკუთრებით ქალებში. ბოლო წლის ან მიმდინარე თვის მანძილზე მოხმარების გავრცელების მაჩვენებელი უაღრესად დაბალი იყო, ან ნულს უტოლდებოდა.

ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში