Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი ვიზიტი ქ.ოზურგეთში 12.06.2021

title

2021 წლის  12 ივნისს ქ.ოზურგეთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გურიის მხარაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა,  შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ამირან გამყრელიძე  შეხვდება  გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ გიორგი სახოკიას. ასევე, გურიის მხარის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს.

ცენტრის წარმომადგენლები მოინახულებენ ქ.ოზურგეთში მდებარე კლინიკებს  და შეხვდებიან სამედიცინო პერსონალს. 


16:00 საათზე  გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
გაიმართება მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

მედიას საშუალება ექნება გადაიღოს ვიზიტი შ.პ.ს „ მედალფა ოზურგეთში“ (12:00 საათი - ე.ნინოშვილის ქუჩა N 3).


მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. 1
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595956103