Logo

4 ივნისი - აგრესიის მსხვერპლ ბავშვთა საერთაშორისო დღე შეაჩერე შეტევები ბავშვებზე (Stop attacks on children) 2021

title

4 ივნისი აგრესიის მსხვერპლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  ეგიდითყოველწლიურად აღინიშნება.  ეს დღე  1982 წლის 19 აგვისტოს გაეროს ასამბლეაზედაწესდა, როდესაც ანსამბლეის წევრმა სახელმწიფოებმა აღიარეს ბავშვებზეშეიარღებული კონფლიქტების ზეგავლენა. ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 51/77 ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელიც შეიქმნა კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებების დასაცავად. ამ დღის ინსპირაცია ბავშვთა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზელიბიის ომის უარყოფითი  გავლენაიყო. 

აგრესიის მსხვერპლ ბავშვთა საერთაშორისო დღის მიზანია ბავშვთა უფლებებისდაცვაკონფლიქტის ზონებში, რათა იქ მყოფი ბავშვები არ გახდნენ ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლნი.

სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გაიზარდა კონფლიქტის ზონებში  მყოფ ბავშვთა მიმართ ძალადობა, დღეს 250 მილიონამდე ბავშვია დაზარალებული კონფლიქტის ზონებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს, რომ  უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ამ ბავშვთა უფლებების დასაცავად. აუცილებელია ბავშვების დაცვა ძალადობრივი ექსტრემიზმის თავდასხმებისგან და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ კანონის დაცვისხელშეწყობა. 

2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი გვაწვდის უნივერსალურ პროგრამას, ბავშვების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ახალ დღის წესრიგში პირველად არისმოცემული კონკრეტული მიზანი (16.2), რომელიც მიმართულია ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის, უგულებელყოფისა და ექსპლუატაციის  დასრულების მიღწევისკენ.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.un.org/en/observances/child-victim-day