Logo

სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან

title

2017 წლის 5 აპრილს 14:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

სამუშაო შეხვედრის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა გატარების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ “C” ჰეპატიტის ელიმინაციის და სხვა გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით დასახული ღონისძიებების, ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის #473 დადგენილებით დამტკიცებული “ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმები“ -ს განხორციელების გზებს.

შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

 

ვებ გვერდი - www.ncdc.ge  

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

 

მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა 9

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103