title
ყოველი წლის 5 მაისს აღინიშნება ბებიაქალთა საერთაშორისო დღე. ეს დღე დაარსდა 1991 წელს ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის მიერ და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება ბებიაქალთა მნიშვნელობაზე დ მათ როლზე საზოგადოებაში.
ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაცია სიამაყით აღნიშნავს წლევანდელ ბებიაქალთა საერთაშორისო დღეს. 2021 წლის 5 მაისის თემაა ,, მიჰყევი მონაცემებს და განახორციელე ინვესტიცია ბებიაქალთა ინსტიტუციის განვითარებაში’’ - ჩვენ გვსურს გავაერთიანოთ ძალები, როგორც გლობალურმა ბებიაქალთა გაერთიანებამ, რათა მოხდეს ინვესტიცია ბებიაქალების მიერ განხორციელებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში, რითიც გაუმჯობესდება რეპროდუქციული, დედათა, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა მთელს მსოფლიოში.
ვუერთდებით მთელი მსოფლიოს ბებიაქალებს, რათა გავაზიაროთ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა სამედიცინო მომსახურების ამ სფეროში, წლევანდელი თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც თანხვედრაშია 2021 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებასთან ბებიაქალების მდგომარეობის შესახებ მთელ მსოფლიოში. 2021 წელს UNFPA, WHO, ICM ერთობლივად წარადგენენ განხილულ მონაცემებსა და დაწვრილებით ანალიზს თუ როგორ მოქმედებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ბებიაქალების ღვაწლი და მათში ჩადებული ინვესტიცები. ამ პრიზმით ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაცია (ICM) ხელმძღვანელობს ბებიაქალების მობილიზებას მზარდი ძალისხმევით, რადგან იგი წარმოადგენს მთავარ ბერკეტს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გაუმჯობესებასა და მათი სიკვდილიანობის შემცირებისათვის.
2021 წელს, ბებიაქალთა საერთაშორისო დღე (IDM) ემთხვევა „მსოფლიოს ბებიაქალთა შესახებ“ ანგარიშის გამოცემას, რომლის მთავარი გზავნილებია:
· ბებიაქალთა რესურსების გაძლიერებას შეუძლია იხსნას ბევრი ადამიანის სიცოცხლე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის შედეგები და გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემები;
· ინვესტიციების ზრდამ ბებიაქალთა რესურსის განვითარების მიზნით, შესაძლოა 4.3 მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინოს ყოველ წელიწადს, მათ შორის, დედათა სიკვდილიანობის 67%, ნეონატალური სიკვდილიანობის 64% და მკვდრადშობლთა 65%-ის თავიდან აცილებით;
· ბებიაქალთა როლი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პანდემიის დროს;
· COVID-19-მა ნეგატიური ეფექტი იქონია ჯანდაცვის სისტემების ყველა ასპექტზე, მათ შორის, სექსუალური, რეპროდუქციული, დედათა, ახალშობილთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე. სამედიცინო მომსახურების შეფერხება საფრთხეს უქმნის ძნელად მოპოვებულ ჯანმრთელობის პოზიტიურ შედეგბს და შედეგად, ზრდის არასასურველ ორსულობებს, სქესობრივი გზით გადამდებ ინეფექციებს, უსაფრთხო აბორტებს. ასევე ზრდის დედების, ახალშობილების და მოზარდთა ჯანმრთელობის რისკებს;
· სამედიცინო დაწესებულებებში თავიდან უნდა იყოს აცილებული ბებიქალთა ჩართულობა COVID 19-ზე რეაგირებაში. ბებიაქალთა რესურსის გამოყენება საექთნო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით COVID-19-ით დაავადებული პირებისთვის ამცირებს მათ განსაკუთრებულ წვლილს ქალთა სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით და ზრდის უფრომეტად ბებიაქალების დეფიციტს;
გამოყენებული ლიტერატურა
https://www.internationalmidwives.org/icm-events/international-day-of-the-midwife-2021.html
https://www.internationalmidwives.org/icm-events/international-day-of-the-midwife-2021.html
ბებიაქალთა ინსტიტუციის გაძლიერებით 2030 წლისათვის