title
ძალადობის საკითხები
ძალადობა
ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.
ძალადობა ვლინდება სხვადასხვა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობისა და იძულების ფორმით.
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. იმის მიხედვით თუ ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, იცვლება მიზეზები, კერძოდ ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზებია:
- უმუშევრობა და სიღარიბე;
- ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე (რის გამოც შესაძლოა ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან );
- მშობლები, რომელთაც წარსულში განიცადეს ძალადობა, ხშირად თავადაც ხდებიან მოძალადეები;
- ბევრ კულტურაში არსებობს წარმოდგენა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ. ამ როლის განსამტკიცებლად ისინი ხშირად მიმართავენ ძალადობას ოჯახის სხვა წევრების მიმართ, იქნება ეს ქალი თუ ბავშვი;
- ერთ-ერთი ან ორივე მშობლის გონებრივი შეზღუდულობაც წარმოადგენს ბავშვის მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის, განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის მიზეზს;
- ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში, მედიაში, სამართალ დამცავ ორგანოებსა და ა.შ, რაც იწვევს მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ როგორც ოჯახის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ადამიანად.
http://www.who.int/violenceprevention/approach/definition/en/
ქალებსა და გოგონებზე მიმართული ძალადობა მოიცავს სექსუალურ ძალადობას, სექსუალურ შეურაცხყოფას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, ადრეულ ქორწინებას, ან ქორწინების იძულებას, გენდერულ დისკრიმინაციას, ადამიანის საყოველთაო უფლებების კატეგორიულ შეზღუდვას (თავისუფლების, განათლებისა და საკვების მიღების უფლების) და ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯებას.
http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი 4 ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, 1,5 მილიონი ადამიანი განიცდის სექსუალურ ძალადობას ყოველწლიურად, მსოფლიოში დაახლოებით 520 000 ადამიანი იღუპება ძალადობის მიზეზით. ძალადობის ზემოქმედების შედეგებისაგან კი მილიონობით ადამიანი იტანჯება. ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რომელიც ჩატარდა მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გამოკითხულ იქნა 24 000 ქალი, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის ქალთა 20% იაპონიაში, 70% ეთიოპიაში, 50%-ზე მეტი ბანგლადეშში, პერუში, და ტანზანიაში. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ქალების 14–32% აღნიშნავს, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა ორსულობის დროს, ხოლო მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ეს მაჩვენებლები 4–11% შეადგენდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოზარდი გოგონების 19%-დან 48%-მდე მიუთითებდნენ სექსუალური ძალადობის შესახებ. http://whqlibdoc.who.int/publications/2005/9241593512_eng.pdf
ძალადობის შედეგები ისევე არაერთგვაროვანი შიეძლება იყოს, როგორც მისი გამომწვევი მიზეზები. ძალადობა მრავალმხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პიროვნულ თუ პროფესიულ პერსპექტივებზე . მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ცხოვრება ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორად იქცევა. ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგია: ბავშვის სიკვდილი სკოლამდელ ასაკში, კონფლიქტები, აგრესიულობა, დაბალი თვითშეფასება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება, კრიმინალიზაცია (უმეტეს შემთხვევაში თავადაც ხდებიან მოძალადენი), პროსტიტუცია.
ქალების შემთხვევაში ძალადობა სიკვდილობის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზია ; ის აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის ავადობას, აქვს მძიმე შედეგები ფიზიკური, ფსიქიკური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ.
http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა და იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა მოძალადე ქალებთან შეადგენდა 1:10. შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (თითქმის 7.7–ჯერ) ხდებიან. საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.
საქართველოში 2009 წელს ჩატარებული ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა 9,2%, ანუ ყოველი მე–11 ქალი აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. http://youngsupporters.files.wordpress.com/2012/03/annual-geo1.pdf
,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერ განხორციელებული კვლევის (2008 წელს) მიხედვით გამოკითხული ექიმების 31% და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა 39% აღნიშნავს, რომ ისინი ყოველღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ პაციენტებს. მედიკოსთა 50%-ზე მეტი მიუთითებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერლები 13 დან–18 წლამდე გოგონები არიან.
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) 2007 წელს საქართველოში ჩაატარებული ბავშვთა (10–17 წელი) მიმართ ძალადობის გავრცელების შემაფასებელი ეროვნული კვლევის შედეგებმა გამოავლინა. რომ გამოკითხული 1650 რესპოდენტიდან 82.3% ძალადობის ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი აღმოჩნდა. http://phmdf.ge/22eng/wp-content/uploads/2012/04/Violence_Study_ENG.pdf
ძალადობის მსხვრპლ ქალებში შესაძლოა გამოვლინდეს კლინიკურ მდგომარეობათა მაგალითები:
- დეპრესია, შფოთვა, ძილის დარღვევები, პოსტრტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)
- სიუციდი და თვითდაზიანებანი
- ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
- ქრონიკული აუხსნელი გასტროინტესტინალური ტკივილები
- აუხსნელი სიმპტომები რეპროდუქციული სისტემის მხრივ, მათ შორის ტკივილები მცირე მენჯის ღრუში, სექსუალური დისფუნქცია;
- არასასურველი რეპროდუქტიული გამოსავალი, მათ შორის მრავალჯერადი არასასურველი ორსულობა/ შეწყვეტილი ორსულობა, ორსულთა დაგვიანებული მეთვალყურეობა (პატრონაჟი), მშობიარობის არასასურველი გამოსავალი;
- აუხსნელი სიმპტომები შარდ-სასქესო სისტემის მხრივ, მათ შორის გახშირებული შარდვა, ან თირკმლების ინფექციები, ან სხვ.
- განმეორებითი (პერიოდული), ვაგინალური სისხლდენა, ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ);
- ქრონიკული ტკივილი (აუხსნელი);
- ტრავმული დაზიანება, კერძოდ;
- პრობლემები ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ - თავის ტკივილები, კოგნიტიური პრობლემები, სმენის დაკარგვა;
http://apps.who.int/iris/bitstream/10665/85240/1/9789241548595_eng.pdf
თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, თქვენ დახმარებას გაგიწევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი, ოჯახის ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი, რათა მართოთ ემოციები, აიმაღლოთ თვითშაფასება და შეიძინოთ თავდაცვითი უნარები.
თუ განიცდით ძალადობას ან ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ გსმენიათ ძალადობა განცდილი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის შესახებ, მაშინ დარეკეთ ორგანიზაცია phmdf-ის ცხელ ხაზზე 80 65 ან მიწერეთ წერილი – helpline@phmdf.ge
ცხელიხაზიოჯახშიძალადობისწინააღმდეგ – 309 903
არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ პროექტებს, ატარებენ კვლევებს ძალადობის საკითხთან დაკავშირებით:
● კავშირი “საფარი” –ორგანიზაციის საქმიანობა: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია; ორგანიზაციას ასევე გააჩნია დახურული ტიპის თავშესაფარი ქალებისა და ბავშვებისათვის.
● საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი info@phmdf.ge
ორგანიზაცია მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. საქართველოში ბავშვზე ძალადობის შემცირება, ძალადობის მსხვერპლ და ასევე რისკ-ჯგუფის ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
● ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი)– antiviolence@avng.ge
ორგანიზაციის საქმიანობა – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მოძლადეებთან მუშაობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, გენდერული საკითხები.
● წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”- centre@empathy.ge
ორგანიზაციის საქმიანობა: წამების და ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობა და რეაბილტაცია, წამების პრევენცია, ტრენინგები, ინოვაციების დანერგვა და კვლევები.
2010 წელს 31 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებას: N 152/ნ – N496 – N45/ნ, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ რომელიც პოლიციას, სკოლებს, ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს ავალდებულებს, სავარაუდო ან რეალური ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევების გადამისამართებას სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან, შესაბამისი საპასუხო ზომების მისაღებად. სოციალურ მუშაკებს ხელი მიუწვდებათ ბავშვთა განთავსების 24-საათიან შესაძლებლობებზე, ამას გარდა მინდობით აღზრდაზე, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დედათა და ბავშვთა ორ თავშესაფარზე, რომლებიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებობს (ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე აღმოსავლეთ საქართველოში). გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფორმებული აქვს მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციათან – საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი“ (PHMDF), სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ძალადობაგანცდილ არასრულწლოვნებს. http://ssa.gov.ge/
2011 წლის 7 მაისს სტამბბოლში ევროსაბჭომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თაობაზე, რომლის ქმედების დიაპაზონი სამ ძირითად საკითხს მოიცავს: ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და მოძალადის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. სტამბოლის კონვენცია მონაწილე სახლემწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აღკვეთონ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია შესაბამისი კანონმდებლობისა და ღონისძიებების გატარებით; შეიმუშაონ ყოვლისმომცველი პროგრამები და ინტეგრირებული პოლიტიკა; შეაგროვონ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები და კონკრეტული ფაქტები; მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია; მოხდეს მოძალადეთა დასჯა და უზრუნველყონ მსხვერპლთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას 24–საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასო იქნება. მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის საკითხების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის ევროსაბჭოს კონვენციასთან ჰარმონიზაცია. 2013 წლის თებერვალში უწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2013–2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით მზადდება სახელმძღვანელო ,,პრაქტიკული რეკომენდაციები ექიმებისათვის ქალების და ბავშვების მიმართ ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის, რეფერალის და დოკუმენტირების საკითხებზე‘‘.