title
მთელი მსოფლიოს ქალები იმსახურებენ სტიგმისგან, სტერეოტიპებისგან, ძალადობისგან თავისუფალ და თანასწორუფლებიან მომავალს.
8 მარტს ყოველწლიურად აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე. წელს დღის სლოგანს წარმოადგენს „ქალები ლიდერთა რიგებში: თანასწორუფლებიანი მომავლის მიღწევა COVID-19-ის პირობებში“. პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა როლი მნისვნელოვანია.
2021 წლის კამპანია - თაობათა თანასწორობის კამპანია ითვალისწინებს ქალთა უფლებას მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე - სამუშაოს შესაბამისი გასამჯელოს, ოჯახის საქმეების თანაბრად განაწილებისა და ყველანაირი ძალადობის ფორმის აღმოხვფრის შესახებ. მნიშვნელოვანია ქალებისთვის სამედიცინო სერვისებისა და განათლების ხელმისაწვდომობა.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრულუფლებიანი მონაწილეობა და მათი ლიდერის პოზიციაში ხილვა ხელს უწყობს საყოველთაო პროგრესს. სამწუხაროდ, ქალების ჯერ კიდევ მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც გაეროს გენერერალური მდივნის ბოლოდროინდელი მოხსენებაც ადასტურებს.
მსოფლიოს მხოლოდ 22 ქვეყანაში არიან ქალები სახელმწიფოს მმართველ თანამდებობაზე, ხოლო პარლამენტარი ქალების რიცხვი 25%-ია; 30 წელზე უმცროსი ქალბატონების რიცხვი მსოფლიოს პარლამენტართა 1%-ია. გაეროს მონაცემებით გენდერული თანასწორობის მიღწევა ლიდერ პოზიციებზე მხოლოდ 130 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალების როლი კლიმატური ცვლილების, ინკლუზიური მიდგომებისა და სოციალური სამართლიანობის ადვოკატირების პროცესში.
როდესაც მართვის სადავეებიქალებს უპყრიათ, მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგს ვაღწევთ. ამის საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებია.
სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ დამატებითი ახალი ბარიერები წარმოიშვა: ისინი განიცდიან ოჯახურ ძალადობას, უმუშევრობასა და სიღარიბეს, მათ მოუწიათ დამატებითი ვალდებულებების აღება.
მიუხედავას იმისა, რომ ქალები, ძირითადად, ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, COVID-19-ის ეროვნული და გლობალური პოლიტიკის პროცესში ქალების მონაწილება შეუსაბამოდ არაპროპორციულია. გაეროს მონაცემებით ჯანდაცვის სექტორში მომუშავე მეცნიერ, ექიმ და ექთან ქალებს 11 %-ს უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე მათ კოლეგა მამაკაცებს.
ქალები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა აჩვენა თუ რაოდენ დიდია მათი წვლილი და რამდენად არაპროპორციულია ის ტვირთი, რომელსაც ეს ქალბატონები ატარებენ.
ქალთა უფლებების დასაცავად და მათი ლიდერული თვისებების მაქსიმალურად გამოყენებისათვის ქალთა და გოგონების შესაძლებლობები ინტეგრირებული უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში.
2021 წლის ქალთა საერთაშორისო დღე აერთიანებს ადამიანებს თაობათა თანასწორობის და თანაბარუფლებიანი მომავალის უზრუნველყოფის მიზნით. თაობათა თანასწორობის ფორუმი, გენდერული თანასწორობის ინვესტიციების და ქმედებების მნიშვნელოვანი კონფერენცია 29-31 მარტს იწყება მეხიკოში და კულმინაციას მიაღწევს პარიზში 2021 წლის ივნისში. კონფერენციაში, ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები, ექსპერტებ,ი აქტივისტები მთელი მსოფლიოდან, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან ცვლილებებს ახალი თაობებისათვის.[i]
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ქალ სამედიცინო პერსონალის წვლილი COVID-19-ის მართვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაბილიზაციაში განუსაზღვრელად დიდია. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ ღირსეული და ფასდაუდებელი შრომისათვის. https://www.unwomen.org/en/news/stories/2020/11/announcer-international-womens-day-2021
https://www.unwomen.org/en/news/in-focus/international-womens-day