Logo

ზოგადი ინფორმაცია

title


დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

(პროგრამული კოდი 27 03 02 08)

 

პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის გზით.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ კომპონენტებს:

·         ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფას:

 

ü В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და HBsAg მტარებელი (დადებითი) დედებისგან დაბადებული ახალშობილების В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას;

 

ü სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარებას (აივ-ინფექცია/შიდსზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. С ჰეპატიტის ჩაღრმავებული კვლევები კი ტარდება „С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის" მიმწოდებელ დაწესებულებებში, აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული პირობებით, პაციენტის მიმართვის საფუძველზე).

 

·         ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევას, რაც გულისხმობს სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით.