title
პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმი მოზრდილებში უნდა შეიცავდეს 2 ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგ რევერს ტრანსკრიფტაზას ინჰიბიტორს (ნრტი ანუ NRTI) და 1 არა-ნუკლეოზიდის ანალოგი რევერს ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორს (ანრტი ანუ NNRTI) ან 1 ინტეგრაზას ინჰიბიტორს (ინტეგრაზას ჯაჭვის გადატანის ინჰიბიტორი, იჰ ანუ INSTI). განსაკუთრებულ გარემოებებში ანრტი და იჰ ნაცვლად შესაძლებელია ბუსტირებული პროტეაზას ინჰიბიტორის (პი ანუ PI) გამოყენება.
ტენოფოვირი
(TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) რეკომენდებულია როგორც უპირატესი არვ რეჟიმი მკურნალობის დასაწყებად (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).
თუ TDF +
3TC (ან FTC) + EFV უკუნაჩვენებია ან არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებულია რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ალტერნატიული რეჟიმი (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება):
·
ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ეფავირენზი (EFV).
·
ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ნევირაპინი (NVP).
·
ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ნევირაპინი (NVP).
ტენოფოვირი
(TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + დოლუტეგრავირი (DTG) ან ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტირიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) 400 მგ/დღეში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პირველი რიგის ალტერნატიულ რეჟიმად (პირობითი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).
პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმები მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ორსულ/მეძუძურ ქალებში
პირველი რიგის არვ მკურნალობა
|
პირველი რიგის უპირატესი რეჟიმი
|
პირველი რიგის ალტერნატიული რეჟიმი
|
მოზრდილები და მოზარდები
|
TDF + 3TC (ან FTC) +EFV
|
AZT + 3TC + EFV (ან NVP)
TDF + 3TC (ან FTC) + DTG
TDF + 3TC (ან FTC) + EFV400
TDF + 3TC (ან FTC) + NVP
ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები
|
ორსული/მეძუძური ქალები
|
TDF + 3TC (ან FTC) +EFV
|
AZT + 3TC + EFV (ან NVP)
TDF + 3TC (ან FTC) + NVP
ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები
|
3-დან 10 წლამდე ბავშვები
|
ABC + 3TC + EFV
|
ABC + 3TC + NVP
AZT + 3TC + EFV (ან NVP)
TDF + 3TC (ან FTC) + EFV (ან NVP)
ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები
|
3 წლამდე ბავშვები
|
ABC (ან AZT) + 3TC + LPV/r
|
ABC (ან AZT) + 3TC + NVP
|