Logo

1 დეკემბერი, შიდსის მსოფლიო დღე , 2019

title

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დღეისათვის უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.   საქართველო უკვე 28-ე წელია უერთდება შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნას. 

შიდსის მსფოლიო დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ყოველწლიურად შიდსის მსოფლიო დღე გარკვეულ თემას ეძღვნება. 2020 წლის მსოფლიო დღის კამპანიის გზავნილია :  „თემის ჩართულობა მნიშვნელოვანია“,   რაც ხაზს უსვამს საზოგადოების, თემებისა და ინდივიდების  ჩართულობის მნიშვნელობას ცვლილებების მისაღწევად.

აივ ინფიცირების შემთხვევების შემცირება, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და აივ/შიდსით სიკვდილობის შემთხვევების დასრულება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებულია ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“, (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. 

აივ-ინფექცია/შიდსი ციფრებში გლობალურად:


  •   2018 წელს, 1.7 მილიონი ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 
  •    37.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ/შიდსით მთელს მსოფლიოში
  •     770 ათასი გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია აივ/შიდსთან.


აივ-ინფექცია/შიდსი, საქართველო

  • შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა. 2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 - ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4197 ავადმყოფს და 1626 გარდაიცვალა. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა.
  • 2015 წლის დეკემბრიდან საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა ჯანმოს სტრატეგიას „ვუმკურნალოთ ყველას“, დღეისათვის მკურნალობა უტარდება ყველა აივ/შიდსით ავადმყოფს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.

საქართველო  კამპანიას უერთდება გზავნილით   „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“


 https://www.aidscenter.ge/2018_20_05_geo.html   


 www.ncdc.ge   

 www.aidscenter.ge