Logo

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 2021

title

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა. 


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზნებია: დავიცვათ ბავშვთა უფლებები; მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.


ბავშვთა უფლებების დაცვის დღე თითოეულ ჩვენგანს აძლევს ბავშვთა უფლებების ადვოკატირების, პოპულარიზაციის და აღნიშვნის შთამბეჭდავ შესაძლებლობას, რომელთა გარდაქმნა დიალოგებსა და ქმედებებში ბავშვებისათვის უკეთესი სამყაროს შექმნის საწინდარია.
ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარების და პროგრესის განუყოფელ ნაწილს  წარმოადგენს.


COVID-19-მა ბავშვთა უფლებების კრიზისი გამოიწვია. პანდემიის უარყოფითი შედეგები მალევე აისახა ბავშვებზე და თუ არ მოხდება მათი დროული აღმოსაფხვრა, შესაძლოა ეს გავლენა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდეს და უარყოფითად იმოქმედოს მათ  ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.


COVID-19 პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვა. იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვები და მოზარდები COVID-19 ინფექციისაგან, აუცილებელია  შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
ატარეთ ნიღაბი (6 წლიდან). ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს;
დაიცავით სულ მცირე ერთ მეტრიანი დისტანცია თქვენსა და გარშემომყოფებს შორის;
მოერიდეთ სოციალურ  თავყრილობებს და ცუდად ვენტილირებად ადგილებს;
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;
აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი ხველის ან ცემინებისას;
ხშირად გაწმინდეთ და გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი საგნები და ზედაპირები;
არ შეეხოთ ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს;
არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ყოველდღიურად გადაამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აკონტროლეთ სიმპტომები;
ცხელების/რესპირაციული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ოჯახის ექიმს, შესაბამის სამედიცინო მომსახურების მისაღებად და ტესტირების ჩასატარებლად.


გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.un.org/en/observances/world-childrens-day
https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prevent-getting-sick/prevention.html