Logo

კითხვა-პასუხი (კორონავირუსი)

title

რა არის კორონავირუსი?

Ø  კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV

რა არის ახალი კორონავირუსი?

Ø  ახალი კორონავირუსი არი კორონავირუსების ახალი შტამი, რომელის იდენტიფიცირებაც აქამდე ადამიანში არ მომხდარა  

შესაძლებელია თუ არა ცხოველური წყაროდან ადამიანის დაინფიცირება ახალი კორონავირუსით?

Ø  დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან.რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. გამომდინარე იქიდან რომ მსოფლიოში ზედამხედველობა ძლიერდება შესაზლებელია გამოვლინდეს ახალი კორონავირუსები.

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

Ø  კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.  თუმცა, დამოკიდებულია კორონავირუსის ტიპზე. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს?

Ø  დიახ, ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში.

Ø  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით რამოდენიმე შემთხვევაში დადასტურდა ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიზნზე გადაცემის შემთხვევა.

არსებობს თუ არა ვაქცინა ახალი კორონავირუსისათვის ?

Ø  როდესაც დაავადება არის ახალი, არ არსებობს მისი ვაქცინა. ვაქცინის შექმნას შესაძლოა დასჭირდეს რამოდენიმე წელი.

 

არსებობს თუ არა ახალი კორონავირუსის მკურნალობა?

Ø  არ არსებობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სპეციფიური მკურნალობა, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობა ხორციელდება სიმპტომურად, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი?

Ø  სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

Ø  რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;

Ø  ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;

Ø  თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;

Ø  რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;

არსებობს თუ არა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი?

Ø  დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო პერსონალს უფრო ხშირი კონტაქტი აქვს დაინფიცირებულ ადამიანთან ვიდრე ზოგად პოპულაციას.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალმა თანმიმდევრულად უნდა დაიცვას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები, რათა თავი აარიდონ ვირუსით ინფიცირებას.

რა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ქვეყნებისათვის?

Ø  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე ზედამხედველობის გაძლიერებას (SARI), რათა ყურადღებით მოხდეს  SARI- ის და პნევმონიის უჩვეულო შემთხვევების მიდევნება. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმირება.

საჭიროა ქვეყნებმა გააძლიერონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების გამოყენებით. (ჯსწ 2005, IHR 2005)

 

 

 

წყარო:  https://www.who.int/news-room/q-a-detail/q-a-coronaviruses

https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=587497b0-03af-4ade-85e8-4246e89f5ef0