title
ჰეპატიტების მსოფლიო სამიტი გლაზგოში - გლაზგოს დეკლარაცია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ
გლაზგო, შოტლანდია 2-4 სექტემბერი
გლაზგოს დეკლარაცია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ
რადგან, მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B ან C ჰეპატიტით,
რადგან, სახეზეა გლობალური ცნობიერების ნაკლებობა და დიაგნოზის დასმის სირთულე,
რადგან, წლიურად 1.4 მილიონი ადამიანი კვდება ვირუსული ჰეპატიტის გართულებებისაგან, თუმცა ლეტალურ შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია განხორციელებადია,
რადგან, არსებობს B და C ჰეპატიტის პრევენციის ეფექტური გზები; მკურნალობა, რომელსაც შეუძლია B ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციის აღკვეთა და C ჰეპატიტის ინფექციის მკურნალობა;
რადგან, პრევენციის, ტესტირების, დიაგნოზის, მოვლისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ხოლო ამ სერვისთა ფინანსური წვდომა და პრომოცია, დაინტერესებულ მხარეთა პასუხისმგებლობის ქვეშაა ნაგულისხმევი,
ჰეპატიტის მსოფლიო სამიტის მონაწილეთა ღრმა რწმენით, შესაძლებელია B და C ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის ელიმინაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობითა და მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეის რეზოლუციასთან 67.6 შესაბამისობით, მოვუწოდებთ მთავრობებს, ჰეპატიტის ყოვლისმომცველი, დაფინანსებული ნაციონალური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისაკენ; გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს გლობალური მიზნების განსაზღვრა, რომლებიც შეეხება ვირუსული ჰეპატიტის პრევენციას, ტესტირებას, დიაგნოზის დასმას, მოვლასა და მკურნალობას.