Logo

ჰეპატიტების მსოფლიო სამიტი გლაზგოში - გლაზგოს დეკლარაცია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ

title

ჰეპატიტების მსოფლიო სამიტი გლაზგოში - გლაზგოს დეკლარაცია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ

გლაზგო, შოტლანდია 2-4 სექტემბერი

გლაზგოს დეკლარაცია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ

რადგან,  მსოფლიო  მასშტაბით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული  B ან C ჰეპატიტით,

რადგან, სახეზეა  გლობალური ცნობიერების ნაკლებობა  და დიაგნოზის დასმის სირთულე,

რადგან, წლიურად 1.4 მილიონი ადამიანი კვდება  ვირუსული ჰეპატიტის გართულებებისაგან, თუმცა ლეტალურ შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია განხორციელებადია,

რადგან, არსებობს B და C ჰეპატიტის პრევენციის ეფექტური გზები; მკურნალობა, რომელსაც  შეუძლია B ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციის აღკვეთა და C  ჰეპატიტის ინფექციის მკურნალობა;

რადგან, პრევენციის, ტესტირების, დიაგნოზის, მოვლისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ხოლო ამ სერვისთა ფინანსური წვდომა და პრომოცია, დაინტერესებულ მხარეთა პასუხისმგებლობის ქვეშაა ნაგულისხმევი,

ჰეპატიტის მსოფლიო სამიტის  მონაწილეთა ღრმა რწმენით, შესაძლებელია B და C ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის  ელიმინაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობითა და მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეის რეზოლუციასთან 67.6  შესაბამისობით, მოვუწოდებთ მთავრობებს, ჰეპატიტის  ყოვლისმომცველი, დაფინანსებული ნაციონალური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისაკენ; გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს გლობალური მიზნების განსაზღვრა, რომლებიც შეეხება ვირუსული ჰეპატიტის პრევენციას, ტესტირებას, დიაგნოზის დასმას, მოვლასა და მკურნალობას.