title
ზოგიერთი მძიმე დაავადება გაქრა?
ვაქცინების აღმოჩენამდე ათასობით ბავშვი იღუპებოდა იმ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც დღეს იმუნიზაციის წყალობით იშვიათად გვხვდება. მაგალითად: წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, მიკროორგანიზმები, რომლებიც წლების წინ მძვინვარებდნენ დღესაც არსებობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ბავშვები ვაქცინების დახმარებით დაცულნი არიან, ჩვენ ამ დაავადებებს და მათ მძიმე შედეგებს ასე ხშირად ვეღარ ვხვდებით.
მე-20 საუკუნეში სწორედ ვაქცინის დახმარებით მოხერხდა ერთ-ერთი საშიში ინფექციური დაავადების ყვავილის ლიკვიდაცია.
ამჟამად, დასრულების ფაზაშია 1988 წელს დაწყებული პოლიომიელიტის ერადიკაციის ინიციატივა, რომლის ფარგლებში 2002 წელს საქართველო სერთიფიცირებულია, როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალ ტერიტორია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000-2014 წწ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ, შეფასებით, თავიდან აგვაცილა გარდაცვალების 17,1 მლნ შემთხვევა. ამის საფუძველზე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა აღიარებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად.
ევროპის რეგიონში 2013-დან 2014 წლამდე წითელათი ავადობის შემთხვევები 32 174 - დან 16 156-მდე შემცირდა. დღეისთვის, იმუნიზაცია ყოველწლიურად თავიდან გვაცილებს 2 მილიონდან 3 მილიონამდე გარდაცვალების შემთხვევას;
დაავადებების პროფილაქტიკა იმუნიზაციის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაღებია. ის დაავადებასთან ბრძოლის კარგი საშუალებაა. ვაქცინები აღკვეცავენ მთელი რიგი ინფექციური დაავადებების განვითარების შესაძლებლობას. ვაქცინები ბავშვის ორგანიზმს პოტენციურად საშიშ, მრავალ დაავადებასთან საბრძოლველად ამზადებენ.