Logo

COVID-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობა

title

Ø  ეპიდემიის დროს ადამიანებში შიშის და სტრესის განცდა ჩვეული მოვლენაა. მსგავს სიტუაციებში, უხშირესად, ვლინდება შემდეგი საპასუხო რეაქციები (პირდაპირი და არაპირდაპირი): 

·         ავადმყოფობის და სიკვდილის შიში;

·         დაინფიცირების შიშით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის თავის არიდება;

·         საცხოვრისის, სამსახურის დაკარგვის და უმუშევრობის შიში;

·         სოციუმიდან გარიყვის/კარანტინში მოხვედრის შიში;

·         ვირუსის გამო საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში;

·         საკარანტინო რეჟიმის პირობებში საყვარელ ადამიანებთან და/ან მომვლელებთან განშორების შიში;  

·         მარტოხელა ადამიანების/ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა, არასრულწლოვნების მშობლების ან მომვლელების კარანტინში გადაყვანის გამო, მათ მოვლაზე/მეთვალყურეობაზე უარის თქმა ვირუსის გადადების შიშით.

·         იზოლაციაში ყოფნისას უმწეობის, მოწყენილობის, მარტოობის განცდა და დეპრესია;

·         წინა ეპიდემიის გამოცდილების ხელახლა განცდის შიში.

Ø  გადაუდებელი შემთხვევები ყოველთვის სტრესულია, თუმცა არსებობს დამატებითი სპეციფიკური ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. ეს განსაკუთრებით  COVID-19-ის აფეთქებას შეეხება. სპეციფიკურ სტრესულ ფაქტორებს მიეკუთვნება:

·         ჯანმრთელობის პრობლემებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი (მაგ. ცხელება) შესაძლოა, შეცდომით აღქმული იყოს COVID-19-ის სიმპტომად და გამოიწვიოს დაინფიცირების შიში;

·         მშობლებისთვის დამატებითი სტრესული ფაქტორია შვილების სახლში მარტო, შესაბამისი ზრუნვისა და დახმარების გარეშე დატოვება (სკოლების დახურვის შედეგად). საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა დამატებითი სტრესული ფაქტორია იმ ქალებისთვის, რომლებიც ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სამსახურის დაკარგვა და შესაბამისად, ეკონომიკური სირთულეები;

·         მოწყვლადი ადამიანების (როგორიცაა ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, მათი მომვლელის კარანტინში ყოფნისას მოვლისა და დახმარების ალტერნატიული საშუალების არარსებობის გამო.

 

Ø  COVID-19-ის ეპიდემიისას დამატებით სტრესული ფაქტორები განსაკუთრებულად მოქმედებს წინა ხაზის მუშაკებზე (მათ შორის ექთნები, ექიმები, სასწრაფო დახმარების მძღოლები, ეპიდემიოლოგები და სხვა). ეს ფაქტორებია:

·         COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე პერსონალის სტიგმატიზაცია;

·         ბიოუსაფრთხოების მკაცრი ზომები:

- ფიზიკური დატვირთვა დამცავი აღჭურვილობით;

- ფიზიკური იზოლაცია, რომელიც ძნელებს დაავადებული ან გასაჭირში მყოფისთვის კომფორტის უზრუნველყოფას;

- ძილის ნაკლებობა;

-მკაცრი პროცედურები/წესები, რომლებიც ზღუდავს სპონტანურობასა და დამოუკიდებლობას.

·         გაზრდილი მოთხოვნები სამუშაოზე, მათ შორის, გაზრდილი სამუშაო საათები და  პაციენტების რაოდენობა; COVID-19-ის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის და მიდგომების ფლობის აუცილებლობა;

·         სოციალური მომსახურეობების შეზღუდვა ინტენსიური სამუშაო გრაფიკებისა და წინა ხაზზე მყოფი თანამშრომლების მიმართ არსებული სტიგმის გამო;

·         არასაკმარისი პერსონალი;

·         არასაკმარისი ინფორმაცია COVID-19–ის ჯანმრთელობაზე მოქმედი გრძელვადიანი შედეგების შესახებ;

·         წინა ხაზის მუშაკების მიერ, მათი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მეგობრებსა და ოჯახის წევრების COVID-19-ით დაინფიცირების შიში.

 

Ø  COVID-19-ის ეპიდემიისას, მოსახლეობაში მუდმივმა შიშმა, წუხილმა, გაურკვევლობამ და სტრესმა შესაძლოა საზოგადოებებში, ოჯახებსა და დაუცველ/მოწყვლად პირებში გრძელვადიანი შედეგები გამოიწვიოს:

·         სოციალური ურთიერთობების, ადგილობრივი დინამიკისა და ეკონომიკის გაუარესება;

·         გადარჩენილ პაციენტების სტიგმატიზირება;

·         მომატებული ემოციური მდგომარეობა, რისხვა და აგრესია მთავრობის და ფრონტის/წინა ხაზის მუშაკების მიმართ;

·         შესაძლო რისხვა და აგრესია ბავშვების, მეუღლის, პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ (ძალადობის ზრდა);

·         შესაძლო უნდობლობა მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ;

·         ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებსა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებში რეციდივი და სხვა უარყოფითი შედეგები, რამდენადაც ისინი თავს არიდებენ ჯანდაცვის დაწესებულებებს ან ვერ ახერხებენ  სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან წვდომას;

·         ზოგჯერ შფოთვა რეალურ საფრთხეს უკავშირდება, მაგრამ ხშირად გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით, ჭორებით და დეზინფორმაციით.

 

 

Ø  COVID-19-თან დაკავშირებული სოციალური სტიგმა და დისკრიმინაცია ვრცელდება არამხოლოდ დაინფიცირებულებზე, არამედ მათ ოჯახის წევრებზე, ჯანდაცვის წარმომადგენლებსა და წინა ხაზის მუშაკებზე. COVID-19-ის გადაუდებელი რეაგირების ყველა ეტაპზე სტიგმატიზირებისა და დისკრიმინაციის პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ზრუნვა COVID-19-ით დაზარალებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცისთვის.

Ø  ზოგს შესაძლოა პრობლემებთან გამკლავების და მათი გადაჭრის დადებითი გამოცდილება ჰქონდეს. საზოგადოების წევრები კატასტროფების დროს ხშირად ავლენენ ალტრუიზმსა და თანამშრომლობის სურვილს, კმაყოფილი არიან სხვების დახმარებით. COVID-19 აფეთქებისას საზოგადოებრივი საქმიანობის მაგალითია:

·         იზოლაციაში მყოფებთან სოციალური კონტაქტის შენარჩუნება სატელეფონო ზარების თუ ტექსტური შეტყობინებების საშუალებით;

·         თემის/საკითხის შესახებ ძირითადი გზავნილების გაზიარება იმ პირებისთვის, რომლებიც არ/ვერ სარგებლობენ სოციალური მედიით;

·         ოჯახებისა და მომვლელებისგან იზოლირებულ ადამიანებზე ზრუნვ და მათი დახმარება.

 

COVID-19 და ხანდაზმულების მხარდაჭერა სტრესთან გასამკლავებლად

Ø  ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით დემენციით ან იზოლაციაში მყოფებმა, შესაძლოა მეტად განიცადონ გაღიზიანება, ბრაზი, სტრესი, აღშფოთება. უზრუნველყავით  მათი ემოციური მხარდაჭერა არაფორმალური კავშირებისა (ოჯახი) და პროფესიონალების დახმარებით. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია როგორ შეამცირონ დაინფიცირების რისკი. 

Ø  მოხუცთა თავშესაფრებში, ინფექციის გავრცელების და ზედმეტი შეშფოთებისა და პანიკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ადმინისტრატორმა და პერსონალმა უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომებისთვის საჭირო საშუალებების მობილიზება.

Ø  ინფორმაციისადმი შეზღუდული წვდომის, სუსტი იმუნური სისტემის და ხანდაზმულებში COVID-19-ით სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის გამო ხანდაზმულები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ინფექციისადმი.  ყურადღება მიაქციეთ მაღალი რისკის ჯგუფებს, მ.შ. ხანდაზმულებს, რომლებიც ცხოვრობენ მარტო,  ნათესავების გარეშე, განსაკუთრებით, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის და / ან ჯანმრთელობის თანმხლები  მდგომარეობის, როგორიცაა დემენცია ან ფსიქიური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პირებს.

დემენციის ადრეული ან მსუბუქი ფორმის მქონე ხანდაზმულები ინფორმირებულები უნდა იყვნენ მიმდინარე მოვლენების შესახებ და უნდა მოხდეს მათი მხარდაჭერა სტრესისა და შფოთვის შესამცირებლად. საკარანტინო პერიოდში საჭიროა, ამ ადამიანების  სამედიცინო და ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

Ø  მნიშვნელოვანია ხანდაზმულების სამედიცინო მოთხოვნების უზრუნველყოფა. ეს მოიცავს უწყვეტ წვდომას აუცილებელ მედიკამენტებზე (დიაბეტის, კიბოს, თირკმელების დაავადებების, აივ-ინფექციის დროს).

·         სამედიცინო მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ტელემედიცინის და ონლაინ სამედიცინო სერვისების გამოყენებით;

·         იზოლირებულ ან დაინფიცირებულ ხანდაზმულებს უნდა მიეწოდოთ რეალური ინფორმაცია რისკ-ფაქტორებისა და მათი გამოჯანმრთელების შანსების შესახებ;

 

Ø  შესაძლოა, ხანდაზმულებს ქონდეთ შეზღუდული წვდომა სხვადასხვა აპლიკაციებთან და/ან პროგრამებთან.

·         მიაწოდეთ მათ ზუსტი, ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ფაქტები COVID-19-ის გავრცელების, მკურნალობისა და ინფექციის თავიდან აცილების ეფექტური საშუალებების შესახებ;

·         ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად აღქმადი (მკაფიო, მარტივი ენა, დიდი შრიფტი) და სხვადასხვა სანდო წყაროებიდან (მედია, მ.შ. სოციალური მედია, ჯანდაცვის სანდო პროვაიდერები), რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი არაადეკვატური ქცევები, როგორიცაა არაეფექტური სამედიცინო ბალახების გამოყენება და სხვ;

·         ხანდაზმულებთან კონტაქტის საუკეთესო გზა მათ პირად ტელეფონზე დარეკვა ან რეგულარული ვიზიტია პრევენციის ზომების სრული დაცვით. წაახალისეთ ოჯახის წევრები ან მეგობრები, რეგულარულად დაურეკონ ხანდაზმულ ნათესავებს, ასწავლონ ვიდეო ჩატის გამოყენება და სხვ.

 

Ø  შესაძლოა, ხანდაზმულმა ადამიანმა არ იცოდეს დამცავი აღჭურვილობის ან პრევენციის საშუალებების მოხმარება ან უარი თქვას მათ გამოყენებაზე.

 

·         დამცავი საშუალებების გამოყენების შესახებ ხანდაზმულებთან კომუნიკაციისას გამოიყენეთ  მკაფიო, ლაკონური ინსტრუქციები. გამოიჩინეთ მოთმინება და პატივისცემა.

 

Ø  შესაძლოა, ხანდაზმულმა ადამიანმა არ იცოდეს ონლაინ სერვისებით სარგებლობა (როგორიცაა ონლაინ მაღაზიები, კონსულტაციები/ სატელეფონო დახმარება ან ჯანმრთელობის სერვისები).

·         მიაწოდეთ დეტალები არსებული სერვისების და მათი გამოყენების შესახებ;

·         უზრუნველყავით ისეთი საშუალებებით და მომსახურებით, როგორიცაა პრევენციული მასალები (სახის ნიღაბი, სადეზინფექციო საშუალებები), სურსათის საკმარისი მარაგი და ხელმისაწვდომობა სასწრაფო ტრანსპორტირებაზე. ეს  ამცირებს შფოთვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

COVID-19 აფეთქებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმპ) მხარდაჭერა სტრესთან გასამკლავებლად

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი მომვლელების წინაშე რიგი ბარიერებია, რაც ხელს უშლის  შესაბამის მოვლასა და ინფორმაციაზე წვდომას, რომელიც შეამცირებდა COVID-19-ით დაინფიცირების რისკს.

ეს ბარიერები მოიცავს:

Ø  გარემოსთან დაკავშირებული ბარიერები:

·         ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, საზოგადოებაში სტრესის და ინფექციის გავრცელების შესამცირებლად მნიშვნელოვანია რისკის კომუნიკაცია. თუმცა,  ხშირად, შეზღუდული კომუნიკაციის მქონე ადამიანებისთვის ინფორმაცია არ არის შემუშავებული მათთვის გასაგებ ენაზე.  

·         ბევრი სამედიცინო ცენტრი არ არის ადაპტირებული ფიზიკური შეზღუდვების მქონე ადამიანებისთვის. ურბანული ბარიერების და საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემაზე დაბალი ხელმისაწვდომობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წვდომა სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურებაზე ცუდია.

 

Ø  ინსტიტუციური ბარიერები:

·         შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურეობის ღირებულება, რომელიც ხელს უშლის მიიღონ საბაზისო მომსახურეობები.

·         შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე კარანტინის პირობებში ზრუნვის  პროტოკოლების ნაკლებობა.

 

Ø  დამოკიდებულების ბარიერები:

·         შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული ცრურწმენები, სტიგმა და დისკრიმინაცია, მათ შორის აზრი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ეპიდაფეთქების რეაგირებაში წვლილის შეტანა ან გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღება.

COVID-19-ის აფეთქებისას, ეს ბარიერებ დამატებითი სტრესული ფაქტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი მომვლელთათვის.

ეპიდაფეთქების დროს, დაუყოვნებელი რეაგირების დაგეგმვისას, შშმ ადამიანების საჭიროებების ჩართვა ამცირებს COVID-19–ით დაინფიცირების რისკს და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ფიზიკური და ფსიქიკურ ჯანმრთელობისთვის:

Ø  საჭიროა, შემუშავდეს ხელმისაწვდომი საკომუნიკაცი გზავნილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გათვალისწინებით (სენსორული, ინტელექტუალური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობების ჩათვლით). მაგალითები შეიძლება მოიცავდეს:

·         მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის COVID-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება ბრაილის შრიფტის ან ალტერნატიული ფორმით.

·         სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, COVID-19-ის შესახებ სიახლეების და პრესკონფერენციების უზრუნველყოფა ჟესტების ენის თარჯიმნით (ჟესტების ენის მცოდე ჯანდაცვის პერსონალი ან უკიდურეს შემთხვევაში სერტიფიცირებული ნიშნების ენის თარჯიმანი).

·         ინტელექტუალური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გასაგებ ენაზე შემუშავებული გზავნილები.

·         კომუნიკაციის ისეთი ფორმების შემუშავება, რომლებიც არ ეყრდნობა მხოლოდ წერილობით ინფორმაციას და მოიცავს პირისპირ კომუნიკაციას ან ინტერაქტიული ვებგვერდების გამოყენებას.

Ø  მომვლელის კარანტინში გადასვლის შემთხვევებისთვის უნდა შემუშავდეს შშმ პირების უწყვეტი მხარდაჭერის გეგმა.

Ø  ოჯახებისა და მომვლელებისგან იზოლირებულ შშმ პირებთან კომუნიკაციისა და მხარდაჭერისთვის შესაძლოა თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ლიდერების ჩართვა.  

Ø  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი მომვლელები გათვალისწინებულ უნდა იქნენ რეაგირების ყველა ეტაპზე.

 

რეკომენდაციები იზოლაციაში მყოფთათვის

კარანტინის დროს, მარტოობის და ფსიქოლოგიური იზოლაციის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია უსაფრთხო საკომუნიკაციო არხები (მაგ. სოციალური მედია და სატელეფონო ცხელი ხაზები) უზრუნველყოფა.

სახლში იზოლაციის/კარანტინის დროს აქტივობები მოზრდილთა კეთილდღეობისათვის:

·         ფიზიკური ვარჯიში

·         შემეცნებითი სავარჯიშოები

·         სარელაქსაციო სავარჯიშოები (მაგ. სუნთქვა, მედიტაცია)

·         წიგნების და ჟურნალების კითხვა

·         შიშის მომგვრელი სატელევიზიო გადაცემების/ფილმების ყურების დროის შემცირება

·         არასწორი ინფორმაციის/ჭორების მოსმენის დროის შემცირება

·         ინფორმაციის საიმედო წყაროებიდან მოძიება

·         ინფორმაციის ნაკლები სიხშირით მოძიება (1-2-ჯერ დღეში, ნაცვლად ყოველი საათისა)

 

მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ COVID-19-ის დასამარცხებლად

გზავნილები წინა ხაზზე მომუშავეთათვის:

Ø  თქვენ და თქვენი კოლეგები ამჟამად იმყოფებით სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ, ნორმალურია ისეთი ემოციური გამოვლენები, როგორიცაა შეგრძნება, რომ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებთ, ან თქვენზე ზეწოლა ძალზე დიდია.

Ø  სტრესი და მასთან დაკავშირებული ეს შეგრძნებები არ არის სისუსტის მანიშნებელი. სინამდვილეში, სტრესი, შესძლოა, სასარგებლო იყოს - გიბიძგებთ შეასრულოთ თქვენი საქმე და გქონდეთ მიზანი. ამავდროულად, ასეთ სიტუაციებში, ფიზიკური ჯანმრთელობის მართვასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია სტრესის და ფსიქოსოციალური მდგომარეობის  მართვა.

Ø  დაუკვირდით და შეეცადეთ დაიკმაყოფილოთ თქვენი ძირითადი საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების სტრატეგიები: მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, კონტაქტეთ მეგობრებ და ოჯახის წევრებ. სტრესთან გასამკლავებლად არ მიმართოთ თამბაქოს, ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს. გრძელვადიანი პერსპექტივით, ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება.

Ø  ზოგიერთ თქვენგან შესაძლოა, სტიგმისა და შიშის გამო გაირიყოს ახლობლების, ოჯახის წევრების და საზოგადოების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სტრესულ მდგომარეობა. თუ შესაძლებელია, საყვარელ ადამიანებთან კავშირი დაამყარეთ/იქონიეთ  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით; სოციალური მხარდაჭერისთვის მიმართეთ თქვენს კოლეგებს, მენეჯერ, ან სხვა სანდო ადამიანებს. შესაძლოა, თქვენი კოლეგები იგივე სირთულეებს განიცდიდნენ, რასაც თქვენ და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

Ø  თუ თქვენი დაძაბულობა იმატებს და თავს დათრგუნულად გრძნობთ, ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემა თქვენშია. სტრესს ყველა განიცდის და სხვადასხვანაირად უმკლავდება მას. ამავდროულად, პირად ცხოვრებაზე მოქმედი ნებისმიერი სტრესული ფაქტორი გავლენას ახდენს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სამუშაოზე. სტრესი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ფორმით: გიჭირთ დაკისრებულ საქმეს შესაბამისად გაუმკლავდეთ, უფრო გაღიზიანებული ხართ, გრძნობთ შფოთვას და  მუდმივ დაღლილობას, შესვენებებზე გიჭირთ მოდუნება, ან შესაძლოა, გამოგივლინდეთ აუხსნელი ფიზიკური ჩივილები, როგორიცაა სხეულის ან კუჭის ტკივილი.

Ø  ზოგჯერ, ქრონიკულ სტრეს გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე და საქმიანობაზე და შეიძლება ეს გავლენა გაგრძელდეს მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგაც კი. თუ სტრესი უმართავი ხდება, მიმართეთ შესაბამის პირს სათანადო მხარდაჭრის მისაღებად.

 

გზავნილები სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებთვის

შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ საკუთარი მოვალეობების განხორციელებას.

Ø  რეგულარულად გააკონტროლეთ დასაქმებულთა მდგომარეობა  და შექმენით გარემო, რომელიც  პერსონალს წაახალისებს  პრობლემების შემთხვევაში გაგესაუბროთ. 

Ø  უზრუნველყავით თანამშრომლებთან კომუნიკაციდა რეგულარულად მიაწოდეთ განახლებული ინფორმაცია. ეს შეაცირებს გაურკვევლობის თანმხლებ შფოთვას და დასაქმებულებს დაეხმარება ქონდეთ სიტუაციის კოტროლის შეგრძნება.

Ø  საჭიროებისას განიხილეთ პერსონალისთვის შვებულების მიცემის შესაძლებლობა. დასვენება მნიშვნელოვანია ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობისთვის.

Ø  უზრუნველყავით ხანმოკლე, რეგულარული შეხვედრები, სადაც  პერსონალს ექნება  მოსაზრებების და შეშფოთების გამოხატვის შესაძლებლობა. კონფიდენციალობის დაცვით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც განიცდიან სირთულეებს პირად ცხოვრებაში; წარსულში აღენიშნებოდათ  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ან აქვთ ცუდი სოციალური მხარდაჭერა (შესაძლოა, თემიდან გარიყულობის გამო).

Ø  საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთათვის უზრუნველყავით ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურება.

Ø  მენეჯერები და გუნდის ხელმძღვანელები იგივე სტრესული ფაქტორების ზემოქმდებას განიცდიან რასაც სხვა დასაქმებულები. ამიტომ, მნიშვენლოვანია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამავდროულად, მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშომლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.

 

 

COVID-19 და საზოგადოებისთვის გზავნილი სტრესთან გასამკლავებლად

·         კრიზისის დროს ნორმალურია ისეთი ემოციების შეგრძნება, როგორიცაა სევდა, მწუხარება, შფოთვა, შიში და ბრაზი.

·         დაელაპარაკეთ ადამიანებს, რომელთაც ენდობით. იქონიეთ კონტაქტი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

·         თუ სახლში უნდა დარჩეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი (მათ შორის  ჯანსაღი კვება, ძილი, ვარჯიში, ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან). ოჯახ წევრებს და მეგობრებს დაუკავშირდით ელ. ფოსტით, სატელეფონო ზარები და სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით.

·         ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

·         თუ თავს დაძაბულად გრძნობთ, გაესაუბრეთ ჯანდაცვის ან სოციალურ მუშაკს, მსგავსი პროფესიის ადამიანებს და თქვენთვის სანდო ადამიანებს (მაგ, რელიგიის ლიდერი).

·         დაგეგმეთ სად მოითხოვოთ დახმარება ფიზიკური, ფსიქიკური და ფსიქოსოციალური საჭიროებებისას.

·         მოიძიეთ ფაქტები თქვენი რისკების და ამ რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ სანდო წყაროები, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ვებგვერდი ან ადგილობრივი და სახელმწიფო სამედიცინო სააგენტოები (მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144, ჯანდაცვის ცხელი ხაზი - 1505, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 116001).

·         გაიხსენეთ უნარები, რომელსაც წარსულში იყენებდით რთულ პერიოდში ემოციების მართვისთვის.

 

 

 

წყარო:

https://www.mhinnovation.net/resources/addressing-mental-health-and-psychosocial-needs-during-covid-19-outbreak