title
სეზონური გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპზე ეპიზედამხედველობა
გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს
სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება,
რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და
სიკვდილის მიზეზი.
არ უნდა აგვერიოს
ერთმანეთში გრიპის ვირუსი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების
შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი,
ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გრიპის თავიდან
აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს,
შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში
გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის
პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე - დეკემბრიდან
თებერვლის ჩათვლით აღწევს) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
·
გრიპის
ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა
ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან ზედაპირებით.
·
გრიპი
ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და
არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. გრიპის მძიმე შემთხევებისას
შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური
ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული
ინფექციების სამკურნალოდ.
·
მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ
სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი
საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება - მიმართეთ ექიმს.
·
გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და გრიპის
პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის
მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ
მყოფი ადამიანების ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.
2018-19
წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს
მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა:
- ორსულები;
- 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- ბავშთა სახლებისა და მოხუცთა
თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
- C ჰეპატიტით
დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის
კურსს;
- აივ ინფიცირებული პირები;
- სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე
პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების
თანამშრომლები.
2018-2019 წლების
სეზონზე ცენტრი
კვლავაც განაგრძობს
ყოველკვირეულ მონიტორიგს
გრიპისა და
სხვა რესპირაციული
ვირუსების გავრცელებაზე
ყოველკვირეულად. განახლებები
ცენტრის ვებ
გვერდზე შეგიძლიათ
იხილოთ ყოველ
სამშაბათს. ამჟამად,
გრიპისმაგვარი დაავადებების
ამბულატორიული შემთხვევებისა
(ILI) და
მძიმე მწვავე
რესპირატორული ინფექციების
(SARI) გავრცელების
მაჩვენებელი შეესაბამება
შემოდგომის სეზონს
და არ
განირჩევა ევროპის
რეგიონისგან. ჯანმოს
რეკომენდაციით, მიმდინარე
კვირა ევროპის
რეგიონსა და
საქართველოში მიძღვნება
მოსახლეობისა და
სპეციალური სამიზნე
პოპულაციის ცოდნის
ამაღლებას გრიპის
ვაქცინაციასთან და
გრიპით ავადობასთან
დაკავშირებით.
ჯანმოსა და
აშშ-ს
დაავათებათა კონტროლისა
და პრევენციის
ცენტრების მხარდაჭერით
მომზადდა და
სამიზნე პოპულაციას
მიეწოდება ბროშურები,
პლაკატები და
სხვა საილუსტრაციო
მასალა - გრიპის
ვაქცინაციის პოპულარიზაციის
მიზნით!
გრიპმა შესაძლოა
შეგიქმნათ
სერიოზული
საფრთხე,
თქვენ
და
თქვენს
გარშემო
მყოფთ!
გრიპის
პრევენციის
მიზნით,
ჩაიტარეთ
სეზონური
ვაქცინაცია!
ვაქცინაცია
უსაფრთხოა!
დღეისთვის
გრიპის
ვირუსი
საქართველოში
არ
ცირკულირებს,
თუმცა
200-მდე
სხვა
ვირუსს
შეუძლია
გამოიწვიოს
გრიპისმაგვარი
დაავადება!
- გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! ექიმს შეუძლია განსაზღვროს რა ტიპის მკურნალობა გესაჭიროებათ!
- იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
- გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის არ ესაჭიროებათ.
დამატებითი ინფორმაცია
სახელმწიფოს
მიერ
გრიპის
იმუნიზაციის
მიერ
მზარდი
დაფარვის
შესახებ:
სახელმწიფოს მიერ ქვეყნის უზრუნველყოფა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცით რისკ ჯგუფების ასაცრელად:
Ø შესყიდული
ვაქცინის რაოდენობა
- 4000 დოზა
Ø ვაქცინის
დასახელება - VAXIGRIP, გრიპის
ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა;
მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
Ø შესყიდული
ვაქცინის რაოდენობა
- 8000 დოზა
Ø ვაქცინის
დასახელება - INFLUVAC, გრიპის
ინაქტივირებული ვაქცინა
(ზედაპირული ანტიგენი);
მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)
Ø შესყიდული
ვაქცინის რაოდენობა
- 10 000 დოზა,
მათ შორის:
Ø 5000
დოზა
- ვაქცინის
დასახელება - INFLUVAC, გრიპის
ინაქტივირებული ვაქცინა
(ზედაპირული ანტიგენი);
მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)
Ø 5000
დოზა
- ვაქცინის
დასახელება - VAXIGRIP, გრიპის
ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა;
მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
Ø შესყიდული
ვაქცინის რაოდენობა
- 20 000 დოზა
ვაქცინის
დასახელება - INFLUVAC, გრიპის
ინაქტივირებული ვაქცინა
(ზედაპირული ანტიგენი);
მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)
Ø შესყიდული
ვაქცინის რაოდენობა
- 27 000 დოზა
ვაქცინის
დასახელება - VAXIGRIP, გრიპის
ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა;
მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
Ø შესყიდული
ვაქცინის რაოდენობა
- 40 935 დოზა
ვაქცინის
დასახელება - VAXIGRIP, გრიპის
ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა;
მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)
ვებ გვერდი
- www.ncdc.ge
ფეისბუქი -
National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ალექსეევკის დასახლება
N3 0198
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე
599 946 431