title
ძირითადი ინფორმაცია:
- ჯანმოს მონაცემებით, ყოველდღე 1 მილიონზე მეტი სგგი-ს ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
- სავარაუდო მონაცემებით, 500 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გენიტალური ინფექცია გამოწვეული ჰერპესის ვირუსით.
- 290 მილიონ ქალზე მეტს აქვს პაპილომავირუსული ინფექცია.
- უმეტესობა სგგი-ებს არ აქვთ გამოხატული სიმპტომები.
- ჰერპეს სიმპლექს ვირუსის მე-2 ტიპს და სიფილისს შეუძლია აივ ინფიცირების რისკი გაზარდოს.
- 900000-მდე ორსულის, რომელიც დაინფიცირებული იყო სიფილისით, მშობიარობის შემდეგ, ნაყოფს დაახლოებით 350000 შემთხვევაში აღენიშნებოდა დაბადების დეფექტები და მათ შორის მკვდრადშობადობაც გამოვლინდა.
- სამკურნალო საშუალებებზე რეზისტენტულობა, განსაკუთრებით გონორეას შემთხვევაში განსაკუთრებით საფრთხედ რჩება მთელს მსოფლიოში.
რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) არის 30-მდე სხვადასხვა პათოგენებით გამოწვეული ინფექციების ჯგუფი, რომელიც კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ყველაზეგავრცელებულიინფექციები, რომელთაგან განკურნება შესაძლებელია, არის: ბაქტერიული - სიფილისი, გონორეა დაქლამიდია; პარაზიტული - ტრიქომონიაზი.
ვირუსებით გამოწვეულ სგგი-ს კი მიეკუთვნება გენიტალურიჰერპესი, ადამიანისპაპილომავირუსულიინფექცია, აივ ინფექცია და ჰეპატიტი B. მათი განკურნება საბოლოოდ შეუძლებელია, თუმცა სიმპტომების მოდიფიკაცია და შემცირება შესაძლებელია მკურნალობით.
პაპილომავირუსულიინფექცისა და ჰეპატიტი B-ს პრევენციის ერთადერთი საშუალება - პროფილაქტიკური იმუნიზაციაა (იხ. იმუნიზაცია).
სქესობრივად გადამდები ინფექციების (სგგი) მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 357 მილიონი ადამიანი ინფიცირდება სქესობრივი გზით გადამდები ოთხი მთავარი ინფექციიდან ერთ-ერთით - სიფილისით, გონორეით, ქლამიდიით ან ტრიქომონიაზით.
საყურადღებოა, რომ ხშირად ეს ინფექციები ფარულად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი დაავადებული გადამდებია. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს აქვთ სერიოზული გავლენა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და წარმოადგენენ საშვილოსნოს გარე ორსულობების, თვითნებური აბორტების, ნაადრევი მშობიარობების, ახალშობილთა პათოლოგიების განვითარების რისკ-ფაქტორს. ორსულ ქალებში არანამკურნალები სიფილისი იწვევს მკვდრადშობადობას შემთხვევათა 25%-ში და ნეონატალურ სიკვდილობას შემთხვევათა 14%-ში.
- ჰერპესს და სიფილისს შეუძლიათ გაზარდონ აივ ინფიცირების რისკი სამჯერ და მეტად.
- ადამიანის პაპილომავირუსის ანგარიშზეა 528 000 საშვილოსნოს ყელის კიბოს და მისგან გამოწვეული 266 000 სიკვდილი მთელ მსოფლიოში.
- გონორეა და ქლამიდია არის მთავარი წამყვანი მიზეზი მენჯის ანთებითი დაავადებისა და უნაყოფობისა ქალებში.
- როგორია საქართველოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება?
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევათა რაოდენობის მატება. შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი და სიფილისი, რომელთაც მოჰყვება გენიტალური ჰერპესი და გონორეა.
გადაცემის გზები:
სგგი-ები ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის ქსოვილოვან სითხეებთან კონტაქტისას, როგორიცაა მაგალითად ნერწყვი, ვაგინალური სეკრეტი, სპერმა. შესაბამისად, დაუცველი სქესობრივი კავშირების დროს, დაზიანებული კანით დაინფიცირებულ ქსოვილოვან სითხეებთან შეხებისას, გაუსტერილებელი ხელსაწყოების გამოყენებისას, შპრიცის მრავალჯერადი გამოყენებისას ნარკოტიკული საშუალებების ინტრავენურად მოხმარების დროს, დიდი ალბათობაა, ადამიანი დაინფიცირდეს სგგი-თ.
ინკუბაციის პერიოდი:
სხვადასხვა სგგი-სთვის არსებობს სხვადასხვა დრო როდესაც დაინფიცირებიდან დაავადების გამომწვევი აგენტის დეტექცია ორგანიზმში უკვე შესაძლებელია. ანუ როდის, რომელი სგი-სთვის უნდა ჩატარდეს ტესტი საეჭვო სქესობრივი კავშირის შემდეგ?
ქლამიდია: სქესობრივი კავშირიდან 1-დან მე5 - დღეს.
გონორეა: 2-6 დღეს.
სიფილისი: 3-6 კვირა.
B ჰეპატიტი: 6 კვირის მერე.
ორალური ჰერპესი: 4-6 კვირაზე.
გენიტალური ჰერპესი: 4-6 კვირაზე.
რისკ-ფაქტორები:
- დაუცველი სქესობრივი კავშირი (როგორც ვაგინალური, ასევე ორალური ან ანალური სქესობრივი კავშირის დროს).
- მრავლობითი სქესობრივი პარტნიორები
- სგგი-ს გადატანა წარსულში.
- ინტრავენური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება,
- ახალგაზრდა ასაკი
ზოგიერთი სგგი შეიძლება გადაედოს დედიდან შვილს; მაგ.: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია და აივ ინფექცია. ვინაიდან აღნიშნული დაავადებები ახალშობილებში მძიმე თანდაყოლილ დარღვევებს იწვევენ, აუცილებელია, რომ ორსულებმა ჩაიტარონ სკრინინგი.
სიმპტომები:
მართალია, ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომებია ვაგინალური გამონადენი, გამონადენი შარდსადენიდან ან გენიტალური წყლულები, თუმცა ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ინფექციები სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომსაჭიროაპროფილაქტიკურიგამოკვლევებისჩატარებასარისკოქცევისშემთხვევაში.
დიაგნოსტიკა / ტესტირება
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ან შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არსებობს ამ ინფექციების სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარე შემთხვევებში. სიფილისის დიაგნოსტიკისთვის არსებობს იაფი და სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებითაც შესაძლებელია პასუხის გაგება 15-20 წუთში. სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტები შედარებით ძვირადღირებულია და პასუხის მიღებას მეტი დრო სჭირდება.
განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკური ტესტები სგგი-ებისთვის, თუმცა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ისინი არც ისე გავრცელებულია, ძირითადად ღირებულების, მიუწვდომლობისა და შედეგების დიდი ხნით დაყოვნების გამო.
სწრაფი ტესტები კი მხოლოდ სიფილისის და აივ ინფექციის შემთხვევაში არსებობს და ისინი ფართოდ გამოიყენება დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა სწორი მენეჯმენტი, რათა განსაკუთრებით ორსულებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა აღნიშნულ ტესტებზე.
მკურნალობა:
- ბაქტერიული (ქლამიდია, გონორეა და სიფილისი) და პარაზიტული (ტრიქომონიაზი) სგგი-ების მკურნალობა ეფექტურად ხდება ანტიბიოტიკების შესაბამისი რეჟიმებით. (თუმცა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა გონორეას რეზისტენტული ფორმები ანტიმიკრობულ მკურნალობაზე, რამაც მკურნალობის არჩევანი შეამცირა).
- ჰერპესისა და აივ ინფექციისთვის ყველაზე ეფექტურ მკურნალობად ანტივირუსული მედიკამენტები ითვლება, რომელთაც შეუძლიათ დაავადების მოდიფიცირება, თუმცა არა განკურნება.
- ჰეპატიტი B - სთვის, (გარდა ვაქცინაციისა) იმუნური სისტემის მოდულატორებს (ინტერფერონს) და ანტივირუსულ მედიკამენტებს შეუძლიათ დახმარება და ვირუსთან ბრძოლა, რათა შემცირდეს ღვიძლის დაზიანების ხარისხი;
- პაპილომა ვირუსის წინაარმდეგ - არსებობს ეფექტური ვაქცინა.
პრევენციული ღონისძიებები:
ვაქცინები და სხვა ბიოსამედიცინო ინტერვენციები
უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინები ორი სგგი-ს საწინააღმდეგოს უკვე არსებობს. ესენია ჰეპატიტი B და HPV საწინააღმდეგო ვაქცინები.
ჰეპატიტი B ჩართულია სავალდებულო აცრების კალენდარში თითქმის ყველა ქვეყანაში და უკვე დაახლოებით 1.3 მილიონამდე ღვიძლის ციროზით და/ან კიბოთი გამოწვეული სიკვდილის თავიდან აცილებაზე არის პასუხისმგებელი.
რაც შეეხება HPV საწინააღმდეგო ვაქცინას, მხოლოდ 65 ქვეყანაშია სავალდებულო. ვაქცინაციის 70% მოცვის შემთხვევაში, 4 მილიონამდე საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული ქალის სიკვდილი იქნება თავიდან აცილებული დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
საქართველო HPV საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვას იწყებს 2017 წლიდან.
მიმდინარეობს კვლევები აივ ინფექციის, ქლამიდიის, გონორეის, სიფილისის და ტრიქომონიაზის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნისთვის.
სხვა ბიოსამედიცინო ინტერვენციები:
- მამაკაცთა წინადაცვეთა 60 %-ით ამცირებს ჰეტეროსექსუალურ კავშირებისას შეძენილი აივ ინფექციის რისკს. იცავს ჰერპესი და პაპილომავირუსისგანაც.
პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უმეტესობისგან ეფექტური თავდაცვის საშუალებაა ბარიერული მეთოდები (პრეზერვატივი). პრეზერვატივის სწორად და მუდმივად გამოყენება წარმოადგენს დაცვის ეფექტურ მეთოდს როგორც ზემოთნახსენები ინფექციების, ასევე აივ-ინფექციის საწინააღმდეგოდ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სქესობრივ პარტნიორ/ებ/ს, რადგან ამ ინფექციების უმეტესობა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი) სრულად ექვემდებარება მკურნალობას და მედიკამენტების დროულად მიღების შემთხვევაში ადამიანის სრული გამოჯანმრთელებით სრულდება.
საერთაშორისო ღონისძიებები:
ჯანმო მუშაობს ქვეყნებთან შემდეგ საკითხებზე:
- აამაღლოს სგგი-ს სერვისები მათ შორის:
- შემთხვევათა მართვა და კონსულტირება
- სიფილისის ტესტირება და მკურნალობა, განსაკუთრებით ორსულებში
- ჰეპატიტი B და პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
- სტრატეგიები რათა გააძლიეროს სგგი-ების პრევენცია მათ შორის:
- არსებულ ჯანდაცვის სისტემაში სგგი სერვისების ინტეგრირება
- სქესობრივი ჯანმრთელობის პრომოცია
- სგგი-ების ტვირთის განსაზღვრა
- მონიტორინგი და მართვა სგგი ბაქტერიული რეზისტენტული შემთხვევების დროს.
- ახალი ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა სგგი-ების პრევენციისათვის, როგორებიცაა:
- მკურნალობის ადგილზე პაციენტების ტესტირება
- § დამატებითი მედიკამენტები გონორეასთვის.
- § სგგი ვაქცინები და სხვა ბიოსამედიცინო ინტერვენციები.