Logo

15 ოქტომბერი - ხელების დაბანის მსოფლიო დღე 2021

title

ხელების დაბანის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნებამისი მიზანია ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ხელების დაბანისროგორც მარტივიეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალების ადვოკატირება დაავადებათა პრევენციისა და სიცოცხლის გადასარჩენად.


ხელების დაბანის მსოფლიო დღე პირველად 2008 წელს გლობალური პარტნიორობის ინიციატივით აღინიშნაროდესაც დაახლოებით 120 მილიონზე მეტმა ბავშვმა მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო ხელების დაბანის გლობალურ ღონისძიებაშიამ დღეს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერებიმთავრობებისამთავრობო და არასამთავრებოსაერთაშორისო ორგანიზაციებისკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებებისაზოგადოების წარმომადგენლები.


COVID-19-ის პანდემია გვახსენებს გლობალური ქმედებების აუცილებლობაზე ხელის ჰიგიენასთან დაკავშირებული ინვესტიციებისპოლიტიკისა და პროგრამების გასაძლიერებლადმიმდინარე წლის კამპანიის თემა ფოკუსირებულია სწორედ გლობალური ქმედებების აუცილებლობაზე. 2021 წლის ხელების დაბანის მსოფლიო დღის თემაა "ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა - ერთად ვიაროთ წინ"


მსოფლიოს მასშტაბით, 10-დან 3 ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ძირითად ჰიგიენურ სერვისებთან.  ხელების დაბანის მსოფლიო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმასრათა მოხდეს წყლითა და საპნით ხელების დაბანის ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკის ადვოკატირებარათა მიღწეულ იქნას ათასწლეულის მდგრადი განვითარების მე-6 მიზანი ,,სუფთა წყალი და სანიტარია“.  


COVID-19-ის პანდემია გვახსენებსრომ ხელების დაბანა სხვა პრევენციულ  ღონისძიებებთან ერთად (ვაქცინაციაფიზიკური დისტანცია და პირბადის ტარებაერთერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.

 

ხელების წყლითა და საპნით დაბანა აუცილებელია:

        საკვების მიღებამდე;

        ხველის და ცემინების შემდეგ;

        პირბადის გამოყენებამდე და შემდეგ;

        საფენების შეცვლის შემდეგ;

        ავადყოფთან კონტაქტისას;

        ცხოველებთან და მათ ექსკრემენტებთან შეხების შემდეგ;

        ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;

        საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნის შემდეგ და სხვ.


გახსოვდეთ:

        თუ წყალი და საპონი არ არის ხელმისაწვდომიხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი

        დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ თვალისპირისა და ცხვირის მიდამოს;

        ხელების დაბანა ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება ვირუსების გავრცელების შესამცირებლად.


იცი თუ არარომ:

·       2.3 მილიარდი ადამიანისათვის  ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ხელების საპნით დაბანა სახლის პირობებში.

·       ხელების წყლითა და საპნით  დაბანის შესახებ ცნობიერების ამაღლება ყოველწლიურად თავიდან აგვაცილებს დიარეით გამოწვეული 165 000 სიკვდილს.