Logo

რა უნდა მოიმოქმედოთ ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას კბენის შემთხვევაში ?

title

ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენისაკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიშიალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოანაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად,  ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას  ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს. 

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

-         იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია

-         დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით

-         ფრთხილად მოიცილოს ნესტარი  კანის ზედაპირიდან

-         დაიდოს ცივი საფენი ან ყინულიშეშუპების შესამცირებლად

-         არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება. 

-         დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგიექიმის დანიშნულების მიხედვით

-         მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს