Logo

პრესრელიზი- 03.05.2019

title

2019 წლის 3 მაისს 14:00 საათზე ქ.თელავში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება კამპანიის გახსნა სახელწოდებით
მაისის გაზომვების თვე 2019
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 17 მაისს, რომლის მნიშვნელობასაც ხაზი ესმება მსოფლიო კამპანიით - ,,მაისის გაზომვების თვე’’.
საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
2017-2018 წლებში 20 000 მდე ადამიანმა გაიზომა  და შეაფასა წნევა, რომელიც მიღწეულია 500-მდე მოხალისე ექიმის მონაწილეობით.
2018 წელს ჟურნალ ,,ლანცეტში“ გამოქვეყნდა 2017 წლის შედეგები, ხოლო ახლახან გამოცემულ European Heart Journal-ში  39 ქვეყანას შორის საქართველოს მონაცემებიც დაიბეჭდა.
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თქვენც შემოგვიერთდით,
გადაარჩინე შენი სიცოცხლე, ჰიპერტენზია - პირველ რიგში,
შეინარჩუნე წნევა 140/90 ქვევით
ვებ გვერდი: www.ncdc.ge 
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

საკონტაქტო პირები:,  ნინო მამუკაშვილი 595 956 103
მისამართი: ქ.თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედანი