Logo

“კიბოს რეგისტრის განვითარება”. UNFPA, 01.03.2018

title

პროექტის დასახელება: “კიბოს რეგისტრის განვითარება”. UNFPA, 01.03.2018 -31.12.2018


პროექტის ანოტაცია


ა).პროექტის მიზანი:

ერთიანი კიბოს რეგისტრის განვითარების მიზანია, შეიქმნას სრულყოფილი სისტემა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სკრინინგის დონის, შემდგონი მონიტორინგისა და მკურნალობის პროცესის შესახებ. მიზანია, ყველა არსებული ინფორმაციის შეგროვება, რომელიც არის გაფანტული სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე და მათი შეგროვება ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ავტორიზებული მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომით.

სისტემა უნდა იყოს პლატფორმა ონკოლოგიური მონაცემების სისტემატიური შეგროვების, საცავის და ანალიზის, რომელიც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს მონაცემების შეგროვების პროცესში, კიბოს პრევალენტობის და ინციდენტობის დასათვლელად, აგრეთვე იმპლემენტაციაზე და ეფექტურობის გაზრდაზე დაყრდნობით მოხდება კიბოს სკრინინგის და სხვა პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის გაზომვა. სრულყოფილი სისტემის შესაქმნელად ახალ ერთობლივ კიბოს რეგისტრს ექნება კავშირი ავადობის რეგისტრის მონაცემთა ბაზასთან და სხვა e-health პლატფორმაზე შექმნილ ელექტორნულ სისტემებთან.


ბ).პროექტის განხორციელების გზები:

არსებული ცვლადები, რომლებიც შეგროვებულია თბილისის სკრინინგ ცენტრში, არის სრულად განხილული და იმპლემენტირებული ახალ სისტემაში.  საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული რეკომენდაციები ისევა რის განხილვის საგანი, რომ მოხდეს მათი ადაპტაცია ქართულ რეალობასთან. რჩევები მიღებულ იქნა საგნის ექსპერტებისგან ცირვიკალური კიბოს სკრინინგზე დაყრდნობით და იგულისხმება სისტემაში. ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებთან, საველე ექსპერტებთან და პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით მონაცემთა სტანდარტიზაციისა და თავისუფალი დოკუმენტაციის მინიმიზაციას ისახავს მიზნად, რახ მოგვიანებით უზრუნველყოფს ზუსტ და სუფთა მონაცემებს და შესაბამისად პროდუქტიული მონაცემების ანალიზს.

მონაცემთა ბაზის შექმნა არის შემდეგი საფეხური და ის მოდიფიცირებული იქნება მაშინ როცა ვიზუალური სტრუქტურა დასრულდება.  ანალიტიკური ინსტრუმენტი არის საბოლოო ნაწილი სისტემის, რომელიც დაინერგება ვიზუალური მხარის სისრულეში მოყვანის და მონაცემთა ბაზის დამუშავების შემდეგ. საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით მოხდება ხელმძღვანელობა ანალიტიკური ინსტრუმენტის და რეპორტების შექმნასთან დაკავშირებით.


გ).მოსალოდნელი შედეგები:

საქართველო გეგმავს, რომ დაასრულოს სისტემა 2018 წლის ბოლოს და დაიწყოს მონაცემების შეგროვება ქვეყნის მასშტაბით 2019 წლისთვის. სისტემა მიმდინარე მხარდაჭერას საჭიროებს 2019 - 2020 წლებში, რომ მოხდეს მისი მოდიფიკაცია პოლიტიკის საჭიროების და აგრეთვე მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფისათვის.

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანია ინსტიტუტების ჩართულობისთვის საერთო მუშაობის პროცესში: მონაცემთა ხარისხის შეფასების და სხვადასხვა ანალიტიკური სამუშაოს შესრულების დროს, რომ მომზადდეს პლატფორმა სამომავლო კვლევებისთვის და შექიმნას ადამიანური რესურსები ქვეყანაში.