Logo

ზოგადი მიმოხილვა

title ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა

(პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01)

პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID-19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

·         ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:

Ø    შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას შენახვასა და ტრანსპორტირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პჯრ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ იმავე რეგიონში არსებულ უახლოეს ლაბორატორიაში (აღნიშნული ლაბორატორიის მიერ მიწოდებული ბიოლოგიური მასალის ასაღები სახარჯი მასალებით – აპლიკატორი და სინჯარა), ხოლო აღნიშნული პრინციპით შერჩეულ ლაბორატორიაში შესაბამისი სიმძლავრეების გადატვირთულობის შემთხვევაში, სხვა უახლოეს ლაბორატორიაში;

Ø    COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ამ დანართის მე-9 მუხლის მე-11 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

Ø    COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);

·                     ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ.შ. სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;

·                     დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 130 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას;