Logo

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების იდენტიფიკაციასა და რეაგირებაზე პასუხისგებელი სტრუქტურების მიზნობრივი ტრენინგი 10.10.2015

title

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების იდენტიფიკაციასა და რეაგირებაზე პასუხისგებელი სტრუქტურების მიზნობრივი ტრენინგი 10.10.2015

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ „თამბაქოს კონტროლის ხელშეწყობის კომპონენტის“ფარგლებში ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების იდენტიფიკაციასა და რეაგირებაზე პასუხისგებელი სტრუქტურების მიზნობრივი ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგს დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების წარმომადგენლები.

თამბაქოს კონტროლის არსებული კანონმდებლობის თანახმად, ტრენინგი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებისათვის. პროგრამის ფარგლებში დატრენინგდება აღნიშნული სტრუქტურების 100-მდე წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში.  ამ დრომდე ტრენინგი გაიარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 19 წარმომადგენელმა.  

ტრენინგზე განიხილეს თამბაქოს კანონმდებლობით განსაზღვრული არსებული აკრძალვები, დარღვევებზე განსაზღვრული საჯარიმო მექანიზმები და მათი აღსრულების ფორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები; მთავრობის მიერ დამტკიცებული თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ცვლილებები კანონმდებლობაში.

ტრენინგებს ახორციელებენ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის“ ექსპერტები.

-------------------------------

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით (მთავრობის დადგენილება №58; 2013 წლის 15 მარტი); კომისიის მუშაობის შედეგად, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის დასაწყებად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია (დადგენილება N196; 30 ივლისი, 2013) და სტრატეგიის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა (დადგენილება N304; 29 ნოემბერი, 2013).

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამა ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას; პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კპმპონენტია „თამბაქოს კონტროლის ხელშეწყობის კომპონენტი“, რომლის მიზანია ხავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას თამბაქოს საკითხებზე, სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდას; თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობას და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესებას.