Logo

ჯანსაღი ცხოვრების წესი

title

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს!

კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა... ეს იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება, დაბალი ფიზიკური აქტივობა იწვევს.

შენ შეგიძლია შეამცირო  ამ დაავადებების, ასევე, მათგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი!

1.    იკვებე სწორად

ჯანსაღი, ბალანსირებული საკვები ორგანიზმს  ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთიერებებით და ენერგიით უზრუნველყოფს, ამიტომ

გაითვალისწინე და დღიური კვების რაციონში ჩართე:

  • მეტი ხილი და ბოსტნეული; ხორცი და ხორცის შემცვლელები (ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, სოიო და მისი ნაწარმი, კვერცხი); ბურღულეული, მარცვლეული, პური, რძე და მისი ნაწარმი
  • შეზღუდე შაქრის (დღეში <25 გრ) და მარილის (დღეში <6 გრ) მოხმარება
  • მოერიდე გაზიან სასმელებს, შეამცირე ცხიმიანი და სწრაფი კვების პროდუქტების მიღება,  
  • დალიე წყალი  (დღეში 1.5-2 ლ. )

2.    გახდი ფიზიკურად აქტიური

ფიზიკური აქტივობა ყველა ის აქტივობაა, რომელიც ენერგიის ხარჯვას მოითხოვს: სეირნობაცეკვამუშაობასახლში...

გაითვალისწინედღე-ღამეში 1440 წუთია. დღის განმავლობაში კი მინიმალური ფიზიკური აქტივობისთვის 5-18 წლამდე ასაკში საკმარისია 60 წუთი, ხოლო  19 წელზე მეტ ასაკში - 30. ეს დრო შეგიძლია გადაანაწილო 10-10 წუთიან აქტივობებად დღის განმავლობაში.

იცოდი?

•  დაბალი ფიზიკური აქტივობა იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მწეველობა – დაახლოებით 1 ადამიანი 6 წამში

•  რეგულარული ფიზიკური აქტივობა ნორმალური წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე, 55%-ით ზრდის თამბაქოზე თავის დანებების შანსს.

3    უარი თქვი თამბაქოს მოხმარებაზე

საქართველოში, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3 000 კი მეორადი კვამლის ზეგავლენის შედეგად

გაითვალისწინე:თამბაქოს მოხმარებით ზიანს აყენებ არამარტო საკუთრ თავს, არამედ საფრთხეს უქმნი შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასაც

იცოდი?

თამბაქოზე თავის დანებებიდან

•  1-9 თვეში ქრება მოწევასთან დაკავშირებული სიმპტომები: ხველა, ქრონიკული დაღლილობა, ქოშინი...

•  5 წელიწადში ინფარქტისა და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა განახევრდება

 

4.    შეამცირე მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა:

გაითვალისწინე: 4-დან 1 უბედური შემთხვევა დაკავშირებულია ალკოჰოლის ჭარბ 

(≥20 გ/დღეში) მოხმარებასთან:

იცოდი?

ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება

  •  46%-ით ზრდის სიმსუქნის ალბათობას!
  • ზრდის დიაბეტისა და სხვადასხვა ორგანოს  - პირის ღრუს, საყლაპავი მილის, ხორხის, ძუძუს, ღვიძლის, კუჭის  კიბოს განვითარების რისკს!