Logo

ჰიპერტენზია - მაღალი წნევა

title


სისხლის წნევა რეგისტრირდება ორი ცვლადის საშუალებით - სისტოლური წნევა და დიასტოლური წნევა.

სისტოლური წნევა მთელს ორგანიზმში სისხლის გადასროლისათვის საჭირო ძალას ქმნის, ხოლო დიასტოლური წნევა - სისხლძარღვთა რეზისტენტობის (წინააღმდეგობის) შედეგია.

ორივე სიდიდე გამოისახება ვერცხლისწყლის სვეტის (mm Hg) მილიმეტრებში.

 

ზოგადი განსაზღვრება

  • მაღალ არტერიულ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება 140/90 mm Hg და მეტი
  • დაბალ არტერიულ წნევად ანუ ჰიპოტენზიად ითვლება 90/60 mm Hg და ნაკლები

 

მაღალი წნევის რისკები

მაღალი წნევის პირობებში გულსა და სისხლძარღვებს, თავის ტვინს, თირკმელსა და თვალს დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა.

ხანგრძლივად წნევის მაღალი ციფრები სერიოზულ რისკს წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიში გართულებების მხრივ, როგორიცაა:

  • გულის შეტევა
  • ინსულტი
  • გულის უკმარისობა
  • პერიფერიული არტერიების დაავადება
  • აორტის ანევრიზმა
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება
  • სისხლძარღვოვანი დემენცია

მაღალი წნევის შესაძლო მიზეზები

თქვენ გაქვთ ჰიპერტენზიის რისკი, თუ:

  • ხართ 65 წელზე მეტი ასაკის
  • გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე
  • გაქვთ მემკვიდრეობაში მაღალი წნევა
  • მოიხმართ ჭარბი რაოდენობით მარილს და არ მოიხმართ საკმარისი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს
  • არ ხართ ფიზიკურად აქტიური
  • სვამთ ჭარბი რაოდენობით ყავას და ალკოჰოლს
  • ეწევით
  • გაქვთ ძილის პრობლემები

დააქვეითეთ თქვენი წნევა

v  ცხოვრების წესის ცვლილებები შესაძლებელს გახდის თავიდან აიცილოთ ჰიპერტენზიის განვითარება, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში შეძლოთ სისხლის წნევის ციფრების დაქვეითება

v  ხშირად ჰიპერტენზიის მედიკამენტებით მკურნალობა აუცილებელია

v  უნდა დაიწყოთ და გააგრძელოთ მკურნალობა ექიმთან ერთად

v  ყოველივე ეს შესაძლებელს გახდის იცხოვროთ ჰიპერტენზიის დიაგნოზით, წნევის ნორმალური ციფრებით და გართულებების გარეშე

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://www.who.int/ncds/prevention/en/

https://www.cdc.gov/