Logo

ინფორმაცია მოსარგებლეებისათვის

title

უსაფრთხო სისხლი
რა არის  უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
•    ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
•    ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

რას მოიცავს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა?
•      დონორული სისხლის კვლევას В და С ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე;
•    ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას (მ.შ. სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის ადმინისტრირებას პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკებში და ასევე ყველა დანარჩენ სისხლის ბანკში, რომელიც ფლობს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიას, არ არის პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიმწოდებელი, მაგრამ თანხმობას განაცხადებს ამ კომპონენტში მონაწილეობაზე და დარეგისტრირდება პროგრამის განმახორციელებელთან, დადგენილი წესის შესაბამისად;
•    სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელებას, მ.შ. "უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას;
•    სისხლის დონორებში C ჰეპატიტზე სკრინინგით საეჭვო-დადებითი შემთხვევების კონფირმაციული კვლევა Cor-Ag მეთოდით, მ.შ. იმ სისხლის ბანკებში რომლებიც არ წარმოადგენენ ამ პროგრამის მომსახურების მიმწოდებლებს, მაგრამ ჩართულნი არიან ხარისხის გარე კონტროლის ერთიან სისტემაში.
•   
ვინ არის უსაფრთხო სისხლის პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ  მომსახურების მიმწოდებელ სისხლის ბანკებს (დანართი).

როგორ ხდება უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში   ანაზღაურება?

B და C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე დონორული სისხლის გამოკვლევა პროგრამის მოსარგებლეებისათვის არ ითვალისწინებს თანაგადახდaს.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001).