title
გლაუკომის მსოფლიო კვირეული აღინიშნება ა.წ.10-16 მარტს.
კვირეულს, გლაუკომის მსოფლიო ასოციაციისა WGA (World Glaukoma Assosiation) და გლაუკომის მქონე პაციენტთა მსოფლიო ასოციაციიის WGPA (World Glaukoma Patient Assosiation) ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი და ბოლო 10წლის მანძილზე დიდი წარმატებით ტარდება. აღნიშნული ორგანიზაციების მიზანს გლაუკომით გამოწვეული სიბრმავის მინიმუმამდე დაყვანა და გლაუკომით დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.
გლაუკომის მსოფლიო კვირეული გლაუკომაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მოსახლეობას თვალისსისტემატური კონტროლისაკენ მოუწოდებს.
გლაუკომით 64 მილიონი ადამიანია დაავადებული მსოფლიოში; გლაუკომა წარმოადგენს სიბრმავის წამყვან მიზეზს.
მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთ მწვავე და აქტუალურ პრობლემად რჩება.
რა არის გლაუკომა?
გლაუკომა თვალის ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს. ამ დაავადების დროს იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება; ეს კისაბოლოო ჯამში სრული და განუკურნებელი სიბრმავის მიზეზი ხდება.
გლაუკომის რისკ-ფაქტორებია:
• 45 წელი და უფროსი ასაკი;
• გენეტიკური განწყობა;
• სტეროიდების ხანგრძლივი მიღება;
• შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და სხვა დაავადებები;
• თვალის დაავადებები;
• თვალის ტრავმა და ა.შ.
მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისა და სრული სიბრმავის პრევენციისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობადაავადების დროულად გამოვლენასა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას ენიჭება.
რეკომენდებულია ზოგადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება წელიწადში ერთხელ (45 წლის ასაკის ზევით).
გლაუკომის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით.
http://www.worldglaucoma.org/world-glaucoma-week/