Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 26 აპრილი 2 მაისი, 2021

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოევროპის რეგიონული ოფისი 26 აპრილი  2 მაისს აღნიშნავს იმუნიზაციის მე–16 ევროპულ კვირეულს (EIW). კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება რუტინული ვაქცინაციის წვლილზე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად მთელი სიცოცხლის განმავლობაშიასევეაქცენტი გაკეთდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეროგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებაზერომელიც დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში.

საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და წელსაცტრადიციულადუერთდება ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა მნიშვნელობა ენიჭება იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის სლოგანია: ვაქცინაცია გვაახლოებს!

 

მთავარი მესიჯები:

·         ვაქცინაცია გვეხმარება

o   თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადებებირომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიკვდილი ან შეუქცევადი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის მომავალზე

o   ჯანმრთელი ოჯახების და ჯანმრთელი სიბერის უზრუნველყოფაში

o   თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახეობის კიბო

o   შევამციროთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხე

 

·         COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

o   COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებააარავინ არის დაცულისანამ ყველა არ იქნება დაცული.

o   წითელას შემთხვევები 2020 წელს განსაკუთრებით დაბალი იყოამ წარმატების შესანარჩუნებლად აუცილებელია რუტინული ვაქცინაციით მაღალი  მოცვა.

o   COVID-19 პანდემიამ დაგვანახა იმუნიზაციის მნიშვნელობა - მოდითსრულად გამოვიყენოთ იმუნიზაციის არსებული პოტენციური სარგებელი.

o   თუ COVID-19-ის პანდემიის გამოუგულვებელვყოფთ/დავივიწყებთ რუტინულ იმუნიზაციასმიღებული შედეგები პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის პრობლემებს.

 

·         ჯანმრთელობის დაცვა

o   რუტინული ვაქცინაციის სერვისები უნდა შენარჩუნდეს პანდემიის დროსაც - ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი!

o   გახდი გმირიჩაიტარე ვაქცინაცია შენთვისშენი ოჯახისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.

o   იმუნიზაცია ევროპის ქვეყნების არჩევანი და ჯანდაცვის ფლაგმანი პროგრამაა.

o   იმუნიზაცია სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო არჩევანია.

o   ისინივინც ვაქცინაციის მიღებისას ბარიერებს აწყდებიანხშირად სწორედ ის ადამიანები არიანრომლებშიც უმეტესწილად ვითარდება დაავადების ყველაზე  სერიოზულ გართულები.

 

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთაშრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება #01-60/,2019). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 13 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტიდიფთერიაყივანახველატეტანუსიპოლიომიელიტიჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელაწითურაყბაყურაადამიანის პაპილომავირუსიროტავირუსულიდა პნევმოკოკური ინფექციებისაწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიპროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2019 წლიდან დაიწყო 9-11 წლის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია.

2017-2019 წლებში ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით და წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლადსახელმწიფო უზრუნველყოფს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების წითელას საწინააღმდეგო ერთჯერად ვაქცინაციასწითელასა და სხვა ვაქცინებით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთაშრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (#01-6/, 2019) „სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“. ბრძანების ამოქმედება ხელს უწყობს  მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას და, შედეგად,  ამცირებს გადამდები დაავადებების გარცელებასხელს შეუწყობს კონტროლის ღონისძიებების წარმატებულად განხორციელებას სამედიცინო დაწესებულებებში და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში.

მოსახლეობისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის    მობილური აპლიკაციარომლის საშუალებით მშობელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარიასევე შვილის/შვილების აცრის სტატუსისაცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებმობილური აპლიკაციის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომავალი აცრების თარიღის შეხსენება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება/ბეჭდვა მობილური ტელეფონის საშუალებით.

ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენარადგან პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცენდენტო ეკონომიკური დანახარჯები გამოიწვია. COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა.

კრიზისული გარემო პირობები უარყოფითად აისახა ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე ვაქცინაციის პროგრამის უწყვეტი მიმდინარეობის მიუხედავადროგორც ქვეყნისასევე გლობალური მასშტაბითაღნიშნული კი უდიდესი გამოწვევაავინაიდან ვაქცინაციის პროცესის შეფერხება გამოიწვევს მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითებასვაქცინაციით მართვადი ინფექციების  ეპიდაფეთქებების პოტენციური რისკის ზრდას და, შესაბამისადდაავადებების მასშტაბურ გავრცელებას.

მნიშვნელოვანია კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პანდემიის პროცესშიბავშვთა რუტინული აცრების პროცესი შეუფერხებელად განხორციელდეს; მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით კი განსაკუთრებული როლი  პირველადი რგოლის სამედიცინო პერსონალს და მშობლებს ენიჭებათ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პანდემიის დასრულების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაადღეისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა და უახლესი მონაცემებით ვაქცინის 1 მილიარდზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა პრიორიტეტულ ჯგუფებში დაიწყო 2021 წლის 15 მარტს. 2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინითდღეისათვის უკვე ჩატარდა 37 590 აცრასრულად ვაქცინირებულია 2 254 ადამიანი.

ვაქცინაცია დასრულებს პანდემიას!

ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!

არ მივცეთ COVID-19- უფლება დაგვაშოროს!

ჩაიტარეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საკუთარი თავისსაყვარელი ადამიანებისა და საზოგადოების დასაცავად!

ვაქცინაცია გვაახლოვებს!