Logo

ქალებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვით ინსულტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება

title

ქალებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვით ინსულტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება

დღევანდელ რეალობაში ინსულტი ქალთა ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად არის მიჩნეული. ინსულტი დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვებს აზიანებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში ინსულტის საშუალოდ 795,000 შემთხვევა ვლინდება და აქედან 60,000 შემთხვევა ქალებზე მოდის. ცერებრო-ვასკულური დაავადებები ქალთა სიკვდილიანობის მეოთხე და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

სტოკჰოლმის კაროლინის ისტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ, რომლის ფარგლებში გამოკვლეულ იქნა 60 წლის 31,696 ქალი, დაადასტურა, რომ სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ინსულტის განვითარების რისკს თითქმის ანახევრებს.

კვლევა გრძელდებოდა ათი წლის მანძილზე და მეცნიერები ორიენტირებულნი იყვნენ ხუთ ძირითად ფაქტორზე: ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის ზომიერი მიღება, არამწეველობა, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი წონა. აღმოჩნდა, რომ ქალებში, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის ხუთივე ფაქტორს ასრულებდნენ, ინსულტის განვითარების რისკი 54%-ით შემცირდა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის კრიტერიუმები კვლევაში: ჯანსაღი კვება განისაზღვრებოდა როგორც რეკომენდებული კვების ქულების 50% (ქულები ფასდებოდა მიღბული ჯანსაღი საკვების -ხილის, ბოსტნეულის, უცხიმო რძის პროდუქტების მიღების სიხშირის მიხედვით), ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება - 3-9 პორცია კვირაში, ფიზიკური აქტიურობა - ფეხით სეირნობა ან ძუნძული დღეში 40 წუთი, დამატებით, კვირაში ერთი საათი რეკრიაციული ფიზიკური დატვირთვა, ჯანსაღი წონა -სხეულის მასის ინდექსი ნაკლები 25-ზე.

კვლევაში ჩართული ქალებიდან ხუთივე ჯანსაღი ფაქტორის კრიტერიუმებს მხოლოდ 589 შეესაბამებოდა, უმრავლესობა 2-3 ჯანსაღი ფაქტორით შემოიფარგლებოდა, 1525 ქალი კი, არცერთს არ ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ინსულტის 1554 შემთხვევა გამოვლინდა.

იმის გამო, რომ ინსულტის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე და შეუქცევადი დარღვევები ვითარდება, მის პრევენციას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება.

აღნიშნული კვლევის შედეგები მიუთითებენ, რომ ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

ქალებში, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან, თავის ტვინის ინფარქტის განვითარების რისკი 13%-ით მცირდება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ის არჩევანია, რომელიც საშუალებას აძლევს ადმიანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. 

Journal of American Academy of Neurology

http://www.scienceworldreport.com/articles/17836/20141009/healthy-lifestyle-and-diet-lowers-stroke-risk-in-women-by-half.htm