Logo

ხანდაზმულებზე ძალადობის შემეცნების (ინფორმირებულობის) მსოფლიო დღე 15 ივნისი, 2021

title

ხანდაზმულებზე ძალადობის შემეცნების მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 15 ივნისს. ეს დღე ოფიციალურად იქნა აღიარებული გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 66/127 რეზოლუციით 2011 წლის დეკემბერში, რასაც საფუძვლად დაედო  მოხუცებზე ძალადობის პრევენციის ქსელის მიმართვა, რომელმაც  პირველად დააწესა ამ დღის აღნიშვნა  2006 წლის ივნისში. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო გამოხატავს წინააღმდეგობას ძალადობისა და წამების მიმართ, რომელსაც ჩვენი უფროსი თაობის ნაწილი განიცდის.

მოხუცებზე ძალადობა შეიძლება განხილული იქნეს როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში წარმოქმნილი, სათანადო მოპყრობის ნაკლებობის ერთჯერადი ან განმეორებადი აქტი, როდესაც არის მოლოდინი, რომ გამოიწვევს მოხუცებული ადამიანის ზიანს ან ტკივილს. ეს გლობალური სოციალური პრობლემაა, რომელიც ეხება გლობალურად მილონობით  ასაკოვანი პირის ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს და საკითხი,  რომელიც იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.

ასაკოვნებზე ძალადობა მსოფლიოს მარავალ ნაწილში მიმდინარეობს ნაკლები აღიარებისა და ნაკლები პასუხისმგებლობის პირობებში. უკანასკნელ ხანებამდე ეს სერიოზული სოციალური პრობლემა დაფარული იყო საზოგადოებისაგან და განიხილებოდა როგორც პირადი საკითხი. დღესაც კი, მოხუცებზე ძალადობა არის ტაბუირებული, საზოგადოების მიერ უპირატესად ნაკლებშეფასებული და იგნორირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცაღა, დაგროვილი მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ მოხუცებზე ძალადობა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემა.

ხანდაზმულებზე ძალადობა პრობლემაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებული ქვეყნებისათვის და ტიპიურ შემთხევეში  ამ საკითხზე გლობალური ანაგარიშგება ნაკლებია. გავრცელების მაჩვენებლები ან შეფასებები არსებობს ზოგიერთი განვითარებული ქვეყნისათვის და ცვალებადობს 1%-დან 10%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებისადმი ცუდად მოპყრობის მასშტაბები უცნობია, ამ საკითხის სოციალური და მორალური მნიშვნელობა აშკარაა. არსებითად, ეს საკითხი მოითხოვს გლობალურ მრავალწახნაგოვან საპასუხო ზომებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება მოხუცი ადამიანების უფლებების დაცვაზე.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პერსპექტივის მიხედვით, სანამ პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორები არ იქნება კარგად აღჭურვილი ამ პრობლემების ამოსაცნობად და გადასაჭრელად, მოხუცთა ძალადობა კვლავ იქნება ნაკლებად გამოვლენილი და ნაკლებად ფოკუსირებული.[1]

საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით დგინდება, რომ წლების განმავლობაში უცვლელი და სისტემური ხასიათის პრობლემები დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა, შესაბამისი უწყებებისადმი ძალადობის მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ფსიქოსოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების არარსებობა. სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია მათი ხანგრძლივად დაცვა ძალადობისგან და დახმარების სერვისების ამოქმედება.

ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს. სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში წლებია უთითებს, რომ სამინისტრო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას აწარმოებს, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს უშუალოდ ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს.[2]

COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია გაუგონარი შიში და ტკივილი ასაკოვან ადამიანებში მსოფლიოს მასშტაბით. მათ ჯანმრთელობაზე უშუალო ზემოქმედების გარდა, პანდემიამ ასაკოვანი ადამიანები დააყენა სიღარიბის, დისკრიმინაციის და იზოლაციის მაღალი რისკის ქვეშ, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას და პრევენციას საჭიროებს.[3]



[1] https://www.un.org/development/desa/ageing/world-elder-abuse-awareness-day.html

[2] საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში

[3] გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიარეშის ანგარიში, https://www.un.org/en/observances/elder-abuse-awareness-day/