title
ყველა პროცედურა დკეც-ის ლაბორატორიულ ქსელში ტარდება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სოპ-ების მიხედვით. ცენტრში ფუნქციონირებს ორი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო (ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო ლუგარის ცენტრისთვის და ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო ლაბორატორიული ქსელისთვის).
ცენტრში ასევე შემუშავებულია და ფუნქციონირებს სოპ-ბი, რომლებიც 7(შვიდ) ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი:
- ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ები დკსჯ/ლუგარის ცენტრისთვის
- ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ები დკსჯეც-ის რეგიონალური და ზონალური ლაბორატორიებისათვის.
- მიკროორგანიზმის კულტურებთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ები ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავისათვის
- ნიმუშთან/სინჯთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ები დკსჯეც/ლუგარის ცენტრში, რეგიონალურ და ზონალურ ლაბორატორიებში
- სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ლაბორატორიებში
- სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ლაბორატორიებში
- სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები რეფერენს/საცნობარო ლაბორატორიებში