title
1. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა და დაიცავს თქვენს გოგონას საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან.
2. აპვ ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა მთელ მსოფლიოში. არავაქცინირებული ქალების დაახლოებით 80% 45 წლამდე ასაკში ინფიცირდება ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.
3. აპვ ინფექციას ავთვისებიანი სიმსივნეების რამოდენიმე ტიპისა და გენიტალური მეჭეჭების გამოწვევა შეუძლია. დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.
4. საშვილოსნოს ყელის კიბო ერთერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და 95% შემთხვევაში აპვ ინფექციით არის გამოწვეული. საქართველოში ქალების კიბოთი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს მესამე ადგილი უკავია.
5. ვაქცინაციით, ადამიანი იცავს არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მის მომავალ პარტნიორსაც.
6. აპვ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით. საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები, რაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
7. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს შეუწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას (აღმოფხვრას) - ეს არის მსოფლიოში პირველი სიმსივნური დაავადება, რომლის ელიმინაციაც ვაქცინაციის გზით გახდება შესაძლებელი.