title
2019 წლის 31 მაისს 11:00 საათზე ქ.ბათუმში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება ფართომასშტაბიანი კამპანიის დახურვა
მაისის გაზომვების თვე 2019
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 17 მაისს, რომლის მნიშვნელობასაც ხაზი ესმება მსოფლიო კამპანიით - ,,მაისის გაზომვების თვე’’.
საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
2017-2018 წლებში 20 000 მდე ადამიანმა გაიზომა და შეაფასა წნევა, რომელიც მიღწეულია 500-მდე მოხალისე ექიმის მონაწილეობით.
2018 წელს ჟურნალ ,,ლანცეტში“ გამოქვეყნდა 2017 წლის შედეგები, ხოლო ახლახან გამოცემულ European Heart Journal-ში 39 ქვეყანას შორის საქართველოს მონაცემებიც დაიბეჭდა.
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აწარის რეგიონში დაგეგმილია:
31 მაისი 11:00 საათი –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზჯანდაცვის ცენტრი, ვახტანგ გორგასლის 141/143,ჩატარდება საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელ ქალთა კვლევა –გულსისხლძარღვთა სისტემის რისკის შესაფასებლად დინამიკაში(2018–2019). გასინჯვებში მონაწილეობას მიიღებენ აკად.წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები.
31 მაისი 11:00 საათი - ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ნინოშვილის/რუსთაველის 35/32.მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
1 ივნისი 12:00 საათი – შუახევი,ყიჭაური–საუბნო ამბულატორია და გვირაბის მშენებელთა ორგანიზებული პოპულაცია.საექიმო გასინჯვები წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების მონაწილეობით.
2 ივნისი 13:00 საათი - ხელვაჩაურის რაიონი, ახალსოფელი ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია
თქვენც შემოგვიერთდით,
გადაარჩინე შენი სიცოცხლე, ჰიპერტენზია - პირველ რიგში,
შეინარჩუნე წნევა 140/90 ქვევით
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები:, ნინო მამუკაშვილი 595 956 103