Logo

პრესრელიზი– 19.11.2018

title

2018 წლის19 ნოემბერს 12:00 საათზე ქ.ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნიის შენობაში,ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირისორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის“შედეგების განხილვა
კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელები, რეგიონის სამედიცინო პერსონალი.
ღონისძიებაზე გაიმართება წარმატებული ექიმების დაჯილდოება.
პილოტური პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის გაზრდა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო მიმდინარე 2018 წლის 1 აპრილიდან.
პროექტის ამოცანებია:
· სამივე დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლება მონაწილე მხარეებსა და ზოგად მოსახლეობაში;
· C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის ეფექტური ინტეგრაციისთვის მდგრადი სახელმწიფო - ადგილობრივი თვითმმართველობების - კერძო და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება;
· პირველადი ჯანდაცვის ქსელისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გაძლიერება C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებული მოდელის დანერგვით, დეტალური პროტოკოლის გამოყენებით;
· რეგიონულ დონეზე მომსახურების მიმწოდებელთა გეოგრაფიული განაწილების აღრიცხვა და სპეციალიზებულ კლინიკებში ეფექტიანი რეფერალის სისტემის დანერგვა;
· მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობების განვითარება და მომსახურების ხარისხის მონიტორინგში მონაწილე მხარეთა ჩართულობის გაზრდა;
· ქვეყნის მასშტაბით პროგრამის გაფართოების მიზნით მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაციების შემუშავება.
გლობალური ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდა 440 ოჯახის ექიმი და ექთანი, ასევე ადგილებზე ხარისხის მართვის ჯგუფები.
ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით „C ჰეპატიტის მართვის“ და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მათი უზრუნველყოფა სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით, ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ოჯახის ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგით დადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობები თავის მხრივ უზრუნველყოფენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსებას ყოველ ტესტირებულ პირზე 1.75 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსებით.
პროექტის მიმდინარეობის 7 თვის მონაცემებით (1 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე), როგორც სკრინინგით მოცვის, ასევე კონფირმაციისთვის მიმართვის მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამივე დაავადების სკრინინგით მოცვა, ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას და რეფერალის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახა შემდგომი კვლევისთვის მიმართვის მაჩვენებელზე და დაავადებათა გამოვლენაზე.
ვებ გვერდი - www.ncdc.ge
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH
მისამართი:ქ.ზუგდიდი, გამსახურდიასქ.45
საკონტაქტოპირები: ნინომამუკაშვილი 595 956 103, ლიკაქვარცხავა 599 644 744