Logo

2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე

title

Assistive Technologies, Active Participation”

"დამხმარე ტექნოლოგიები, აქტიური მონაწილეობა" 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.

გაეროს მიერ ბოლო წლებში გაიზარდა აუტიზმის შესახებ ცნობიერების გავრცელება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, უფლებები, მათ შორის აუტიზმი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციითაა (CRPD) დაცული, წარმოადგენს მისი მანდატის განუყოფელ ნაწილს.
როდესაც მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები (2015-2030წწ), მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა და აიღეს ვალდებულება , რომ მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
აუტიზმის მქონე ბევრ ადამიანს არ აქვს ხელმისაწვდომობა დამხმარე ტექნოლოგიებზე, რათა განახორციელოს ადამიანის უფლება, რაც წარმოადგენს მის ჩართულობას თემში და შეიტანოს თავისი წვლილი მდგრადი განვითარების მიზნებში. დამხმარე ტექნოლოგიები შეამცირებენ ან აღმოფხრიან ბარიერს, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
2019 წლის მსოფლიო აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეს გენერალური მდივნის სტრატეგიის კონტექსტში, ნიუ- იორკში გაეროს შტაბ-ბინაში ყურადღება გამახვილდება მსოფლიო ტექნოლოგიურ ინსტრუმენტის გამოყენებაზე აუტიზმით დაავადებულ ადამიანების დასახმარებლად, რომ მოხდეს ბარიერების აღმოფხვრა მათი სრული სოციალური, ეკონომიკური და სოციალიზაციის მიზნით, ასევე საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის, თანასწორობის, სამართლიანობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ექსპერტებთან დისკუსიის დროს განხილული იქნება შემდეგ თემები:
• ონლაინ და ციფრული თემები: თანაბარი სათამაშო მოედანი
• დამოუკიდებელი ცხოვრება: ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია და მეტი.
• განათლება და დასაქმება: კომუნიკაცია და აღმასრულებელი ფუნქციონირება
• ტელემედიცინა: ღია კარი ჯანდაცვაში
• მიაწვდინოს ხმა: რათა პოლოტიკურად იყოს დაცული
რა არის აუტიზმი?
აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. არ არის ცნობილი თუ კონკრეტულად რა უდევს საფუძვლად ამ ცვლილებებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.
არსებობს მრავალი გზა აღნიშნული სიმპტომების დაჯგუფების. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. უმეტესად, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან. აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებში შეიძლება ცვალებადობდეს გამოხატული ნიჭიერება მძიმე დარღვევამდე.
ყოველწლიურად აუტიზმით ან აუტიზმის სპექტრის დარღვევით დიაგნოსტირებული ბავშვებისა და მოზარდების რიცხვი მატულობს. ეს მდგომარეობა 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის ნიშნები
უმეტესწილად ვლინდება ადრეულ ბავშვობაში, შემთხვევათა უმრავლესობაში 6 თვიდან .
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები შეიძლება:
• არ გამოხატავდნენ ინტერესს გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანებისადმი (მაგ., არ აქცევდნენ ყურადღებას მშობლების მოსვლა - წასვლას, სათამაშოებს)
• არ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც სხვა ადამიანი ეძახის ან რაიმეზე მიანიშნებს (მაგ., სახელის დაძახებაზე არ რეაგირებდნენ, არ ასრულებდნენ მარტივ მითითებებს)
• უჭირთ თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის დამყარება (მაგ., იწყებდნენ ტირილს, ან თავს არიდებდნენ)
• თავს არიდებდნენ მზერით კონტაქტს და მარტო დარჩენას ანიჭებდნენ უპირატესობას
• უჭირდეთ სხვა ადამიანების ემოციების გაგება ან საკუთარი ემოციების შესახებ ლაპარაკი (მაგ., ვერ ხვდებოდნენ დედის დადებით ან უარყოფით ემოციას)
• არ აძლევდნენ მშობლებს, სხვებს მოფერების, ჩახუტების საშუალებას ან ეხუტებოდნენ მხოლოდ თავისი სურვილით
• არ აქცევდნენ სხვების ლაპარაკს ყურადღებას (თითქოს არ ესმით), მაგრამ სხვა ხმებზე რეაგირებდნენ
• უჭირდეთ საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა ტიპური სიტყვების ან მოძრაობების საშუალებით (არ მიანიშნებდნენ, რომ შიათ, წყურიათ, შესცივდათ ან სტკივათ)
• საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, ან იმეორებდნენ სხვის ფრაზებსა და სიტყვებს ექოსავით შინაარსის გათალისწინების გარეშე
• არ თამაშობდნენ „ვითომ“ თამაშებს (მაგ., ვითომ თოჯინას „აჭმევ“) და სათამაშოებით უჩვეულოდ თამაშობდნენ (მაგ., მანქანების მწკრივში დაწყობა, ტრიალი)
• იმეორებდნენ და იმეორებდნენ ერთი და იგივე ქცევას
• უჭირდეთ ჩვეული განრიგის ცვლილებასთან შეჩვევა (მაგ., ყოველთვის ერთი და იგივე გზით ითხოვდნენ სახლში დაბრუნებას)
• აქვთ უჩვეულო რეაქცია გარკვეული სუნების, გემოს, შეხებისა და ხმისადმი (მაგ., ჭამდნენ მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს, იცმევდნენ მხოლოდ ერთი ფაქტურის ტანსაცმელს და ა.შ.)
• დაკარგონ უნარები, რომლებიც უკვე ჰქონდათ (მაგ., შეწყვიტონ იმ სიტყვების თქმა, რასაც უკვე იყენებდნენ).
აუტიზმის მკურნალობა
არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტოზური მკურნალობა. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრეული შეფასება და ბავშვსა და ოჯახთან მუშაობის დაწყება. ყველაზე ეფექტურ მეთოდად დღეს მსოფლიოში ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია (ABA) მიიჩნევა. 3 წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიული მუშაობის შედეგად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა განვითარებაში.
ამ დღის მიზანია გაზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე აუტიზმის მქონე ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების შესახებ. როგორც წესი, ამ დღეს ასევე ტარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები სკოლის მასწავლებლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და მშობლებისათვის, და ასევე აუტიზმის მქონე ბავშვების ნაშრომების გამოფენები.