Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული - მესიჯები

title


აცერი და დაიცავი!

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24-30 აპრილი, 2016 წელი[i]ყველა ქვეყანას შეუძლია ამის მიღწევა-მოვიდა დრო მთელ რეგიონში აღმოვფხვრათ ხარვეზები იმუნიზაციაში.

ძირითადი გზავნილი № 2

ელიმინაციის ვექტორის შესანარჩუნებლად და იმუნიზაციაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლება.

იმუნიზაცია ყველა მოქალაქის უფლება და პასუხისმგებლობაა.

მშობლები. დღევანდელ დღეს ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში იმუნიზაციის წყალობით მშობლები არ შეხვედრიან წითელათი ან წითურათი ავადობის შემთხვევებს. ვაქცინების მიმართ ნდობის შესანაჩუნებლად, მნიშვნელოვანია მშობლების მუდმივი ინფორმირებულობა ვაქცინებსა და მართვად ინფექციებზე.

არასრულად ვაქცინირებული მოზრდილები.  წითელათი და წითურათი ავადობს ადამიანი ნებისმიერ ასაკში.  იმუნიზაციაში წარსულში არსებულმა ხარვეზებმა მოზრდილ მოსახლეობაში გამოიწვია არაიმუნური ფენის დაგროვება, რომლებმაც თვითონაც არ იციან აღნიშნული რისკის შესახებ.

მედიცინის მუშაკები.  მშობლები ენდობიან მედიცინის მუშაკების რჩევებს.  მედიცინის მუშაკებს ვაქცინებთან დაკავშირებულ რისკებსა და უპირატესობებზე ინფორმაციის ცოდნა  დაეხმარებათ გააკეთონ არჩევანი იმუნიზაციის სასარგებლოდ.

პასუხისმგებელი პირები. ენდემურ ქვეყნებს წითელასა და წითურას ელიმინაციის მისაღწევად სჭირდებათ ეპიდზედამხედველობის სისტემის განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ჯგუფის 95%-ზე მეტი იმუნიზაციით მოცვა.

ყოველწლიური კამპანიის მიზანი-ყურადღების გამახვილება ვაქცინაციით მოცვის გაზრდაზე, ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მოსახლეობის რისკ ჯგუფებში.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული, მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში,  გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სხვა რეგიონებშიც/მთელ მსოფლიოში: თემით:

 „აღმოვფხვრათ იმუნიზაციაში არსებული ხარვეზები“

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW2016)ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება წითელასა და წითურას ელიმინაციაში არსებულ პროგრესზე და ჯერ კიდევ არსებულ ხარვეზებზე, რომელიც არსებობს იმუნიზაციით დაცულ პირებსა და დაუცველ რისკ ჯგუფებს შორის.

ევროპის რეგიონის იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი გზავნილებია:

1.    ევროპის  ბევრ ქვეყანაში მიღწეული წარმატება გვიჩვენებს, რომ წითელასა და წითურას ელიმინაციის მიღწევა  შესაძლებელია ევროპის მთელ რეგიონში.

2. ელიმინაციის ვექტორის შესანარჩუნებლად და იმუნიზაციაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლება.

ძირითადი გზავნილი № 1

ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღწეული წარმატება გვიჩვენებს, რომ წითელასა და წითურას ელიმინაციის მიღწევა  შესაძლებელია ევროპის მთელ რეგიონში.

30 -ზე მეტმა ქვეყანამ აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. 2014 წლის ბოლოს მათთან შეწყვეტილი იყო ენდემური წითელასა და/ან წითურას გადაცემა.

იმუნიზაციაში ხარვეზების დაშვება წარმოადგენს წითელასა და წითურას აფეთქების  მუდმივ საფრთხეს.



[i] http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0005/299525/EIW-2016-Comms-package-en.pdf?ua=1